
ლიგა ენდესას მე-17 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე" „ჟირონას" დაუპირისპირდა და 20 ქულით 100-80 (მატჩის სტატისტიკა) მოიგო. ამ შედეგის მეოთხედი, არასრულ 19 წუთში ჩვენი ბიჭის - გიორგი შერმადინის ანგარიშზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 24 ქულასთან ერთად, ორმაგი დუბლიც შეასრულა, მის ანგარიშზე 11 მოხსნაც დაფიქსირდა. ამას გარდა, ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 34 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. თუმცა, ისევე, როგორც „შერმოს" დაგროვილი ქულები. ქართველი, 2025 წელს, ზედიზედ მეორე მატჩია, MVP ხდება.
23-19, 32-23, 20-19, 25-19 მეოთხედების ანგარიშებსაც რომ გადავხედოთ, ნათელია, რომ „ტენერიფემ", 13 ქულით მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, 55-42, მეტოქეს მიანიშნა, რომ ის, დღეს აუცილებლად მოიგებდა. რეალურად, მესამე მეოთხედში, გუნდმა ამოისუნთქა, რადგან კონკრეტული მონაკვეთი მხოლოდ 1 ქულით მოიგო, შემდეგ კი, მიღწეული უპირატესობა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნა.
17 ტურის შემდეგ, გიორგი შერმადინის გუნდს 24 ქულა აქვს სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. „შერმოს" „ტენერიფე" მომდევნო ტურში 26 იანვარს, გასვლაზე „გრან კანარიას" შეხვდება, რომელშიც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ჯო ტომასონი თამაშობს. ტომასონის გუნდი, ხვალ გასამართ მატჩამდე მე-7 ადგილზეა.
ფოტო: Club Baloncesto 1939 Canarias