საკანდელიძისა და ქორქიას ტრადიციული ტურნირის ტიტულისთვის თსუ და „ქუთაისი 2010“ იბრძოლებენ
საკანდელიძისა და ქორქიას ტრადიციული ტურნირის ტიტულისთვის თსუ და „ქუთაისი 2010“ იბრძოლებენ
13.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, დიღმის არენაზე ორი საკალათბურთო ლეგენდის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მე-20 გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ. 15 იანვარს, ამავე დარბაზში ფინალში თსუ და „ქუთაისი 2010" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მასზე გულშემატკივარს დასწრება თავისუფლად შეეძლება.


დღევანდელი ნახევარფინალური მატჩები კი, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თსუ-მ 6 ქულით 93-87 (მატჩის სტატისტიკა) მოუგო გორი „ივერიონს", რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულით ანგარიშთ 41-49 (22-20, 19-29) იყო წინ. თუმცა, მეორე ტაიმი თსუ-ელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მესამე მეოთხედში მოახერხეს ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი, დაწინაურებაც. ლექსო ლაფანაშვილის გუნდი, გადამწყვეტი, მე-4 მეოთხედის დაწყებამდე, საერთო ანგარიშში 5 ქულის სხვაობით 71- 66 იყო წინ. ბოლოს წინა მეოთხედი თსუ-მ 13 ქულით 30-17 მოიგო. შესაბამისად, თბილისელებს, ფინალში გასასვლელად, დარჩენილ დროში დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით მართებდა თამაში, თუმცა, ამ მონაკვეთის ანგარიშიდანაც ჩანს, რომ გორელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მონაკვეთი მხოლოდ ერთი ქულით 22-21, ხოლო თამაში 6 ქულით წააგეს. ორივე გუნდში ყველაზე მეტი 23 ქულა ნიკა ჩეჩელაშვილმა დააგროვა გორის „ივერიონიდან". რაც შეეხება ფინალში გასულ გუნდს, გუნდიდან, ყველაზე შედეგიანი გუნდის ლეგიონერი დევონტრე ტომასი იყო 19 ქულით.


ოვერტაიმში მოახერხა კოტე ტუღუშის „ქუთაისი 2010"-მა ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის დამარცხება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა პირველი და მეოთხე მეოთხედების მოგება მოახერხეს, თუმცა, ქართული კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გუნდს, პირველი ტაიმის შემდეგ, თითქოს არც ჰქონოდა სანერვიულო, რადგან მეორე ნახევრის დაწყებამდე 7 ქულით, 39-46 იყო წინ. საბოლოოდ, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 79-79 (16-25, 23-21, 29-15, 11-18)  დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, ოვერტაიმი დაინიშნა. აქ, მიმდინარე სეზონში ოვერ-ტაიმების დიდოსტატებმა „კლასი" აჩვენეს და 5 წუთიანი მონაკვეთი 5 ქულით, 8-13, შეხვედრა კი, 87-92 (მატჩის სტატისტიკა) მოიგეს. ისევე, როგორც წინა 1/2 ფინალში, აქაც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი დამარცხებული გუნდის წარმომადგენელი, ჯერმეინ ჰედი გახდა 24 ქულით. ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი 20-20 ქულა ორმა კალათბურთელმა, ელაია ჯოინერმა და გიორგი კორსანტიამ დააგროვეს.



კალათბურთის ფედერაციის ფოტოები