მხოლოდ ერთი, მეორე სეტის მოგება შეძლო, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც დიდ სარბიელს, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნდება და ეს საქმე, არც თუ იოლად გამოსდის. Australian Open-ს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას, როგორც ჩანს ქართველმა საკმაოდ ენერგია შეალია და რეალურად ძირითად ბადეში სწორედ, ეს დააკლდა.
ყოველ შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგის ე.წ. ლაივ ცხრილში, კონკრეტული შეხვედრის წინ 206-ე პოზიციაზე მყოფი ქართველის შეხვედრამ, რეიტინგის 49-ე ნომერთან, ჩეხ იაკუბ მენშიკთან სწორედ, ჩვენებურის გადაღლაზე მეტყველებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა ამის გვჯეროდეს. დღევანდელ შეხვედრაში, რომელიც დაახლოებით ორსაათნახევარი გაგრძელდა ბასილას ჰქონდა ბევრი შეცდომა. ამას გარდა, 1-6 წაგებული პირველი სეტის შემდეგ, დიდი ენერგია მოანდომა მეორე სეტს, 7:6(3), შესაბამისად, ბოლო ორზე, ძალები ვეღარ გადაანაწილა და 3-6, 3-6 წააგო.
იაკუბ მენშიკი მეორე წრეში ნორვეგიელ კრისტიან რუუდს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, არანაკლებ დაძაბულ შეხვედრაში ესპანელი ხაუმე მუნარი 6-3, 1-6, 7-5, 2-6, 6-1 დაამარცხა.