![საფეხბურთო ლეგიონის გასული კვირა - ჟორჟის შემდეგ დონარუმას ზურიკომაც გაუტანა! საფეხბურთო ლეგიონის გასული კვირა - ჟორჟის შემდეგ დონარუმას ზურიკომაც გაუტანა!](uploads_script/news/cje57ur3w60k74k.jpg)
ვიდრე „ნაპოლი", პსჟ და „კვარას" გარემოცვა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოოდ დალაგდებიან, ქართულ საფეხბურთო ლეგიონს საკმაოდ საინტერესო კვირა ჰქონდა. კვირა კი, ზურიკო დავითაშვილის გოლით დაგვირგვინდა დონარუმას კარში. ჟორჟის გოლის შემდეგ, პსჟ მეკარისთვის თანაც, პარკ დე პრენსზე, გოლო მეორე ქართველმა გაიტანა. ზურიკო დავითაშვილს, რომელიც მცირე პაუზის შემდეგ დაუბრუნდა „სენტ-ეტიენს" ანგარიშის გახსნაც შეეძლო, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმიც მისმა გუნდმა წააგო. თუმცა, აქტიური ზურიკო, მაინც ვერ შეაჩერეს, უფრო სწორად, შეაჩერეს წესების დარღვევით და საჯარიმოც მანვე გაიტანა. საბოლოოდ, პსჟ-მ მოიგო 2-1, თუმცა, ზურიკომ დონარუმას მაინც აწყენინა და გუნდიდანაც საუკეთესო (7,4 ქულა) შეფასება მიიღო.
მხოლოდ 15 წუთი მოუწია თამაში ლიგა 1-ის მე-17 ტურში გიორგი მიქაუტაძეს. „ბრესტისა" და „ლიონის" დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით , 2-1 დასრულდა. ჟორჟის გუნდი საფრანგეთის მთავარ ჩემპიონატში მე-5 ადგილზე დარჩა.
ესპანური Copa del Rey-ს 1/16 ფინალში, „ვალენსიამ" გასვლაზე 0-2 დაამარცხა „ელდენსე". მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი უკვე აქტიურად ვარჯიშობს, ქართველმა ეს შეხვედრაც გამოტოვა. თუმცა, „მამარდამ", ლა ლიგის მე-19 ტურში, „ვალენსიას" წინააღმდეგ ფრედ 1-1 ითამაშა. დასანანია, რომ მასპინძლებმა ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შორეული დარტყმით გაათანაბრეს. ქართველმა კი, ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა. „მამარდას" გუნდი 20 ქულით ბოლო ადგილზეა.
სათამაშო კალენდრით ისე აეწყო, რომ ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს" ორი შეხვედრის ჩატარება მოუწია. თავდაპირველად, სტუმრად ეთამაშა „ტენერიფეს" და 0-3 გაიმარჯვა. კიდევ ერთ, უკვე 22-ე ტურის შეხვედრაში „ქოჩორას" გუნდმა ფრედ 0-0 ითამაშა „კადისთან". შესაბამისად, ქართველის გული 36 ქულით, ამ ეტაპზე მე-5 ადგილზეა და ლა ლიგაში დასაწინაურებელი ფლეი-ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს.
მე-11 ქართველი გერმანულ ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძემ, ახალ კლუბში 12 ნომრიანი მაისური მოირგებს. ქართველის გუნდმა, 2025 წელი გერმანულ ბუნდესლიგაში მარცხით დაიწყო. „ჰაიდენჰაიმმა" გასვლაზე 2-0 წააგო ბოლოადგილოსან „ბოხუმთან". თუმცა, მატჩი, რომელშიც ბუდუს დებიუტი შედგა „უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ. ქართველმა სასტარტოდან დაიწყო და მთელი თამაში ითამაშა. ამას გარდა, იყო საკმაოდ აქტიური, ერთ-ერთ მის აქტიურობას მოჰყვა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის გაძევება, ჰქონდა გოლის გატანის ორი შანსი, საიდანაც ერთის დამატებაზე ბუდუს თანაგუნდელებმა მაინც გაიტანეს.
იტალიის სერია A-ში, მარცხი განიცადა საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ". ქართველის გუნდმა „ლეჩეს" უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. საბამ, სრული მატჩი ჩაატარდა.
სადებიუტო ჰქონდა იტალიის სერია B-ში „სალერნიტანას" შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილს. „ლოჩოს" გუნდმა „სასუოლოს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.