13 იანვარს ნახევარფინალები, 15 იანვარს ფინალი - ასეთია განრიგი, ტრადიციული, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირის, რომლის გათამაშებაც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
ასპარეზობაში თავდაპირველად ტურნირში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 9 გუნდი ჩაერთო. რიგით მე-20 ტურნირში მონაწილეობდა ყველა, „ბათუმისა" და „კავკასიის" გარდა. ტურნირის დებულების თანახმად 3 ჯგუფში გადანაწილებული გუნდები ჯგუფებში საუკეთესოებს გამოავლენდნენ. ასევე, საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი უნდა ყოფილიყო ის, რომელიც მეოთხე ნახევარფინალისტი იქნებოდა.
ჯგუფები მოიგეს და ნახევარფინალში გავიდნენ თსუ, ვსა და „ქუთაისი". რაც შეეხება დებულებით გათვალისწინებულ მეორეადგილოსან გუნდს, საბოლოო გამარჯვებისთვის ბრძოლის უფლება, გორის „ივერიონმა" მოახერხა, რომელის საუკეთესო აღმოჩნა ამ კრიტერიუმით.
ასევე ტურნირის დებულების თანახმად, ნახევარფინალში გუნდები ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდნენ. ყველაზე კარგი შედეგი თსუ-მ აჩვენა, რომელმაც 2 მატჩი ჯამური 51 ქულით მოიგო და ნახევარფინალში უარესი შედეგის მქონე „ივერიონს" შეხვდა. მეორე წყვილი კი ვსა-მ და ქუთაისმა შეადგინეს.
ოლიმპიური ჩემპიონების სახელობითი ტურნირის დარჩენილი თამაშები თბილისში, დიღმის დარბაზში ჩატარდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 15 იანვრიდან საქართველოს თასის 2025 წლის გათამაშება აიღებს სტარტს.
ფოტო: (C) კალათბურთის ფედერაცია