2025 წლის სეზონი ბაზაძემაც გახსნა
2025 წლის სეზონი ბაზაძემაც გახსნა
12.01.2025
ავტორი: TSFF.Ge

ახალი 2025 წელი გახსნა სანდრო ბაზაძემაც. ქართველმა მოფარიკავემ რამდენიმე თვიანი შესვენების შემდეგ, ტუნისში, სენიორებს შორის ხმლით მოფარიკავეთა გრან პრიზე იასპარეზა. ქართველმა წლის პირველი შეჯიბრისას ასპარეზობა 154 სპორტსმენს შორის დაიწყო და საბოლოოდ, 8 საუკეთესოს შორის დაასრულა.


ქართველმა მოფარიკავემ T32-ში მოსახვედრად ესპანელი მეტოქე ფლორეზი 15-11 დაამარცხა. უკვე მომდევნო დაპირისპირებაში T16-ში ამერიკელ ანტონიო ჰეჩკოკის იმავე ანგარიშით 15-11 მოიგო. უკვე მერვედფინალში ქართველმა უზბეკი ისლამბეკ აბდაზოვს სძლია 15-9 და მეოთხედფინალშიც გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი სანგვონ პარკი იყო. სამწუხაროდ, დაძაბულ ორთაბრძოლაში ბაზაძემ 14-15 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. თუმცა, საბოლოოდ, მეხუთე ადგილით დაასრულა ასპარეზობა, რაც მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ, არც თუ ურიგო შედეგია.