სუპერფინალში მოსახვედრად ქართველ წყალბურთელებს ცოტა დააკლდათ
სუპერფინალში მოსახვედრად ქართველ წყალბურთელებს ცოტა დააკლდათ
11.01.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთს ნაკრებს დღეს ჰქონდა კარგი შანსი მოხვედრილიყო მსოფლიო თასის სუპერფინალში და იქიდან მსოფლო ჩემპიონატზე მოსახვედრად გაეგრძელებინა ბრძოლა. ამისთვის კი, ჩვენს გუნდს თუნდაც ერთი ბურთით, იაპონიის ნაკრებისთვის უნდა მოეგოთ. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ამას, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების 1/4 ფინალში უნგრეთის წინააღმდეგ დახარჯული ენერგიაც დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ მატჩში, ქართული გუნდის მხრიდან ძალების დაზოგვას და დღევანდელ შეხვედრაში ცოტა მეტი მობილიზება, ალბათ უფრო ექნებოდა გამართლება, ჩვენმა ნაკრებმა თავი არც უძლიერეს უნგრეთთან და არც იაპონიასთან თამაშში არ დაზოგა. სუბიექტურად, ჩენი მოსაზრებით, ქართულ-ბალკანურ „სიფიცხეს" დღევანდელ შეხვედრაში იაპონურმა „სიბრძნემ" აჯობა. მოკლედ, ერთ-ერთი იაპონური გამონათქვამისა არ იყოს, გამარჯვებული ყოველთვის ის არის, ვინც ნახევარი საათით მეტს მოითმენს, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.


იაპონიის ნაკრებმა კი, მოახერხა შეხვედრის ბოლო წუთებში, რომელიც რეალურად მათი უპირატესობით წარიმართა და მიუხედავად იმისა, რომ ორი პერიოდი (პირველი 1-3 და მესამე 4-6) მათ მოიგეს და პირველი ტაიმის შემდეგაც ანგარიში  8-8 იყო, მოახერხეს „მოთმენა" და ბალანსის დაცვა, მათ შორის ორ-ბურთიანის, რომელიც იაპონელებს ამოსუნთქვის, ან ერთი შეტევით მეტის საშუალებას აძლევდა, ჩვენ გუნდი კი, რომელმაც ასევე ორი პერიოდი (მეორე 7-5 და მეოთხე 6-5) მოიგო, რეალურად მთელი შეხვედრა მდევრის როლში იყო. საქართველოს ნაკრებს შეეძლო, შეხვედრის ძირითადი დროსი მიწურულს გოლის გატანა, ანგარიშის გათანაბრება და ამის შემდეგ, თუნდაც თეორიული შანსი, რამდენიმე წამთან ერთად, რომ კარის დაცვას მოვახერხებდით და 18-19 წავაგეთ.


ახლა, საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბროლას და ხვალ აშშ-ს ნაკრებს შეხვდება, რომლებმაც, თავის მხრივ, ხორვატიასთან 6-15 წააგეს.  რაც შეეხება იაპონიის ნაკრებს ის, იმ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 13-11 წააგო.



სტატია რედაქტირებულია 10.01.25 / 22:35

ფოტო: © Alex Nicodim