რუმინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა დღეს 1/4 ფინალური შეხვედრა ითამაშა, აღნიშნული ტურნირის ყველაზე ტიტულოვან უნგრეთის ნაკრებთან და 21-10 დამარცხდა. უნგრელებმა უპირატესობა პირველივე პერიოდიდან მოიპოვეს და ნელ-ნელა უპირატესობა (6-2, 4-1, 5-1), რომ ბოლო მონაკვეთის წინ ანგარიშში 11-ბურთიანი სხვაობა იყო. შესაბამისად, ბოლო პერიოდში, რეალურად მომდევნო თამაშისთვის დაისვენე, ჩვენებმა კი ამ მონაკვეთის ფრედ 6-6 თამაში მოახერხეს. ჩვენი გუნდიდან დღეს გოლები ნიკა შუშიაშვილმა (3), სტეფან პიეშივაცმა (3), დუშან ვასიჩის (2), ივან სარიჩმა (1) და გიორგი მაგრაქველიძემ (1) გაიტანეს.
მიუხედავად, ასეთი შედეგისა, ქართველთა ნაკრების თამაშის დაკნინება არ შეიძლებოდა, რადგან ტურნირის უდავო ფავორიტთან „თავის შეკვლას" აშკარად, მომდევნო მატჩებისთვის ძალების დაზოგვა უფრო აზრიანი იყო, ვინაიდან, უკვე ხვალინდელი, 11 იანვრის თამაშის მოგების შემთხვევაში, ჩვენს გუნდს, მსოფლიო თასის სუპერფინალში თამაშის უფლებას ექნება. აი, სუპერფინალში კი, რომელიც 18-20 აპრილს არის დაგეგმილი, 8 გუნდი იასპარეზებს - ექვსი პირველი, ხოლო ორიც (გერმანია და ნიდერლანდები) მეორე დივიზიონიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სუპერფინალში მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გათამაშდება.
ეს აპრილის განაწესი. მანამდე კი, რუმინეთში, ხვალ, საქართველოს ნაკრები 5-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ასპარეზობას და თავდაპირველად იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს, საბერძნეთთან 20-16 წააგო.
დღესვე, კიდევ ორი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართა - აშშ-ს ნაკრები მონტენეგროსთან 7-15 დამარცხდა. ხორვატიისა და ესპანეთის უძლიერესი ნაკრებების შეხვედრის ბედი კი ბოლო, პერიოდში და ესპანელთა მიერ ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით გაირკვა. ხორვატებმა 14-15 წააგეს.
ხვალ, როგორც გითხარით, ჩვენი ნაკრები 5-8 ადგილებისთვის ითამაშებს. აქ გუნდები ასე დაწყვილდნენ:
საქართველო - იაპონია
აშშ - ხორვატია
რაც შეეხება 1/2 ფინალურ წყვილებს აქ, უნგრეთი-საბერძნეთს, მონტენეგრო კი ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.