
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წელი ახლი ტურნირით დაიწყო. ყოველ შემთხევაში, აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს დებიუტი აქვს. მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი რუმინეთში დღეს 7 იანვარს დაიწყო და 12 იანვარის ჩათვლით გაიმართება. საახალწლო დღესასწაულის შემდეგ, მსოფლიო თასის I დივიზიონის ეს „შეკრება" საკმაოდ საინტერესო და დაძაბულ მატჩებს აანონსებს.
ტურნირის ფორმატის მიხედვით 11 გუნდი 4 ჯგუფად არის დაყოფილი, რომელთაგან სამი ჯგუფში სამ-სამი ნაკრები, ერთში კი, მხოლოდ ორი გუნდი, ხორვატია და საქართველო მოხვდნენ. ეს გუნდები, შესაბამისად, დებულების მიხედვით, მხოლოდ ერთ შეხვედრას მართავდნენ. შესაბამისად, თამაში, რომელიც დღეს გაიმართა ხორვატიის გამარჯვებით 13-11 (2-5, 5-2, 4-2, 2-2) დასრულდა (მატჩის მთელი სტატისტიკა). გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირის ფორმატი არ დარღვეულიყო, სამ გუნდიანი ჯგუფებში ნაკრებებს 2-2 მატჩის გამართვა უწევთ, ხორვატიასა და საქართველოსაც შესთავაზეს ერთმანეთში ორი მატჩი ეთამაშათ, თუმცა, გუნდებმა მხოლოდ ერთხელ შეხვედრა გადაწყვიტეს. ჯგუფებიდან მეორე ეტაპზე 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის. 1/4 ფინალები 10 იანვარს, 1/2 ფინალები 11 იანვარს, საპრიზო სამეული კი ტურნირის ბოლო, მე-7 დღეს, 12 იანვარს გაირკვევა.
ჯგუფი A: საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი
ჯგუფი B: სერბეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო
ჯგუფი C: აშშ, იაპონია, რუმინეთი
ჯგუფი D: ხორვატია, საქართველო
მსოფლიო თასის ისტორიას და დღევანდელ ტურნირში მონაწილე გუნდების ისტორიას თუ გადავხედავთ, რუმინეთში წარმოდგენილი 11 გუნდიდან უნგრეთი ყველაზე ტიტულოვანია. ამ ქვეყნის წყალბურთელებმა ოთხჯერ 1979 1995, 1999 და 2018 წლებში მოგება მოახერხეს, კიდევ ოთხ ფინალში, დამარცხდნენ და ორშიც ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.
ორჯერ 2010 და 2014 წლებში მოიგო ტურნირი სერბეთმა. უფრო ადრე, 2006 წელს სერბეთისა და მონტენეგროს გაერთიანებული გუნდითაც მოახერხა გამარჯვება. 1987 და 1989 წლებში ეს გუნდი იუგოსლავიის სახელით გახდა გამარჯვებული, 1991 წელს კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
აშშ, ჩამონათვალში მესამე ადგილზეა, მის ანგარიშზე ორი მოგებული ტიტული 1991 და 1997 წლებში და ერთიც, 1985 წელს წაგებული ფინალია.
შემდეგი არის ესპანეთი, რომელმაც ტურნირის მოგება 2023 წელს მოახერხა, როდესაც ლოს ანჟელესში იტალია დაამარცხა ფინალში. ამას გარდა ამ ნაკრების ანგარიშზე ხუთი ბრინჯაოს მედალია.
ხორვატიას 2010 წელს ფინალი აქვს წაგებული, 2014 წელს კი, მესამე ადგილზე აქვს დასრულებული ასპარეზობა.
საბერძნეთის ანგარიშზე მხოლოდ ერთი მეორე ადგილია, 1997 წელს მათ ფინალი, საკუთარ კედლებში აშშ-სთან წააგეს.
2023 წელს მე-6 იყო რუმინეთი, რომელმაც 2010 წლის შემდეგ ტურნირზე მეხუთედ იასპარეზა.
იაპონიამ ბერლინში ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა 2018 წელს.





ჩვენ








