ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს
07.12.2024
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, 13 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისი არენაზე კოსოვოს ნაკრებს უმასპინძლებს. სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრაში კი, ჩვენი გუნდი, 17 დეკემბერს, საფრანგეთს ესტუმრება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 18 დეკემბერს, 00:15 საათზე დაიწყება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 16 ფეხბურთელია გამოძახებული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი); წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), შაკო ცირამუა (არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.
დეკემბრის მატჩების განრიგი
- 13 დეკემბერი | საქართველო - კოსოვო | 18:00
- 18 დეკემბერი | საფრანგეთი - საქართველო | 00:15