ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და ლეიმა კორუნას საშინაო მარცხი მანრესასთან
ბურჯანაძის 9 ქულა, 7 მოხსნა და ლეიმა კორუნას საშინაო მარცხი მანრესასთან
08.12.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საშინაო მატჩი წააგო ბექა ბურჯანაძის "ლეიმა კორუნამ". ქართველი ფორვარდის გუნდმა "მანრესას" უმასპინძლა და 15 ქულის სხვაობით 74-89 დამარცხდა. ბურჯანაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ასეთი თანაფარდობით შეასრულა საჯარიმოებიც. მისი ნასროლი 2 სამქულიანი კი მიზანს ასცდა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 13 ერთეული შეადგინა, რაც ლეიმა კორუნას რიგებში მესამე შედეგი იყო - ბრენდონ ტეილორისა და გორან ჰუკიჩი შემდეგ.


3 მოგებითა და 7 მარცხით ლეიმა კორუნა 18 გუნდიან ლიგა ენდესაში მე-16 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 14 დეკემბერს, კორუნა სტუმრად, ხირონასთან ითამაშებს.