„რაჭა 2020“ ქალთა ლიგაში იასპარეზებს
„რაჭა 2020“ ქალთა ლიგაში იასპარეზებს
19.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართული ფეხბურთისთვის დატვირთულ სანაკრებო დღეს, საქართველოში, ხობში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ქალთა ლიგაში გადმოსასვლელი ფლეი-აუთი გაიმართა. ქალთა ლიგა 2-ის მესამე ადგილოსანი „რაჭა 2020", ხობში, ადგილობრივ „კოლხეთთან" სათამაშოდ ჩავიდა, რომელმაც ქალთა ლიგაში ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, ფლეი-აუთში მოუხდა თამაში.


მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა. 50-ე წუთზე 11-მეტრიანი კესო მეტონიძემ გაიტანა. მანვე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ, „რაჭა 2020"-მა 0-2 გაიმარჯვა და 2025 წლის სეზონზე ქალთა ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.


შეგახსენებთ, რომ 2025 წელს ქალთა ლიგაში, 8 გუნდის ნაცვლად 10 იასპარეზებს. ქალთა ლიგა 2-ის დასრულების შემდეგ, ახალი სეზონიდან, ძლიერთა შორის თამაშის უფლება „სამეგრელომ" და „ვერემ" მოიპოვეს. დღეს კი, ამ ორ გუნდს, ქვედა ლიგიდან „რაჭა 2020" შეუერთდა. რაც შეეხება ხობის „კოლხეთს", გუნდი მინიმუმ ერთი წლით ქვედა ლიგაში დაქვეითდა.