სპლიტში, წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე გრძელი გზის გავლა მოუხდა წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისს". საქართველოს ჩემპიონი, მომავალ საასპარეეზო ადგილას ზაგრების გავლით, 18 ნოემბერს ჩავიდა. დღეს, 20 ნოემბერს კი, ადგილობრივი „იადრანის" წინააღმდეგ ითამაშა და 12-5 დამარცხდა.
დინამოელებმა პირველი მეოთხედი 3-0 წააგეს. მეორე პერიოდში, ველკო ტანკოსიჩმა კი მოახერხა ანგარიშის ორ ბურთამდე შემცირება, მაგრამ შემდეგ, ქართულმა გუნდმა 4 გოლი გაუშვა. ეს მონაკვეთი 4-1 წავაგეთ. პირველი ტაიმი კი, შესაბამისად 7-1.
ქართველების გოლოთ გაიხსნა მესამე პერიოდიც. ამჯერად, ბესო ახვლედიანმა გახსნა მონაკვეთი, თუმცა, ამის შემდეგ, „დინამომ" 2 გოლი გაუშვა, თუმცა მეოთხედის ბოლოს, ახვლედიანმა და საბა ტყეშელაშვილმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. მესამე მეოთხედი 2-3 მოვიგეთ, თუმცა, დასკვნითი პერიოდის წინ ანგარიში 9-4 იყო და შანსი, თამაშის გადარჩენის. თუმცა, მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში პენალტით გაგვიხსნეს. საბოლოოდ, ამ მონაკვეთში კიდევ 3 ბურთი გაგვიტანეს, რასაც მხოლოდ „დინამომ" ერთით უპასუხა - ამჯერად, ხვიჩა ჯახაიამ გაიტანა. ეს მონაკვეთი 3-1, საბოლოოდ კი, 12-5 დავმარცხდით. ამ გამარჯვებით ხორვატებმა ფლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს.
ჯგუფის ბოლო შეხვედრას, დინამოელები 4 დეკემბერს სტუმრად სერბეთის „რადნიჩკისთან" გამართავენ. ხუთი ტურის შემდეგ კი, „დინამოს" 0 ქულით, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
სპეციალურად ზაგრებიდან