19 ნოემბერი ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ საინტერესო დღე გამოდგა. თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ ამ დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის ბოლო შეხვედრა გასვლაზე, ჩეხეთში, მინიმალური ანგარიშით 2-1 წააგო, სხვა მხრივ წარმატებული იყო. თუმცა, ვიდრე წარმატებაზე, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელიც D დივიზიონიდან B ლიგაში აღზევდა და ეს უეფა-ს ახალი ტურნირის დაარსების დღიდან მოახერხა, ერთი ციკლი, ერთ, თან საკმაოდ სოლიდურ ლიგაში შეყოვნება არ უნდა იყოს ურიგო. მითუმეტეს, რომ შედეგს მიღმა, საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში ცუდი თამაში არ აჩვენა და არც ისაა დასამალი, რომ რიგ მომენტებში, უბრალოდ არ გაგვიმართლა. ვინ იცის, იქნებ, სერიოზული წარმატებებისთვის სწორედ B დივიზიონი გამოდგეს ის ტრამპლინი, რომელსაც წლების შემდეგ კარგად გავიხსენებთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ნოემბრის სანაკრებო თამაშების დაწყებამდე ვილი სანიოლი თქვა, რომ ქართველებს შესაძლოა დარჩენილ ორ თამაშში, 6 ქულა, ჯგუფის მოგება და აღზევება გინდათ, მაგრამ ალბათ, უკეთესი კარგი თამაშის ჩვენება და გრძელვადიანი სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანიაო. ვერ გეტყვით, ვის როგორ, მაგრამ ჩემი სუბიექტური მოსაზრება სრულად თანხვედრაშია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამოთქმულ მოსაზრებასთან. ასე, რომ შევირგოთ, სადაც ვართ და წელში გავიმართოთ... შედეგი, აუცილებლად მოვა, რადგან ამ თაობის ნაკრებს ჩამოუყალიბდა გამარჯვებულის „სინდრომი" და არასდროს მარცხს არ შეეგუება. ამიტომ, ისევ ვილის დავესესხები, ჩვენ ამ თამაშებზე ვსწავლობთ, ცოდნა კი სინათლეა - ფეხბურთშიც.
ახლა იმ კარგზე რამაც ყველა გაგვახარა - რამაზ სვანაძის 21-წლამდე ნაკრები, ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გუშინ, ახალგაზრდულ ნაკრებს ევროს საგზურის მოპოვება მთელი 120 წუთი და პენალტების სერია დასჭირდა გაცუდებულ 11-მეტრიანამდე. გაცუდებით კი, მასპინძლებმა გააცუდეს და ჩვენ ევროზე მივდივართ.
ევრომდე ცოტა დარჩა, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, რომელმაც ბოლო შეხვედრა, შვედეთში მიმდინარე ტურნირზე ფრედ 1-1 ითამაშა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ და მეორე ადგილით, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ასპარეზობის უფლება მიოპოვა. შეგახსენებთ, ქართველმა 19-წლამდებმა ჯგუფში მასპინძელი შვედეთი 2-1 დაამარცხეს. თან თამაში შემოატრიალეს. თამაში შემოატრიალეს და საყაიმო ანგარიშამდე რამდენიმე წუთი დააკლდათ ნორვეგიასთან, რომელთანაც შეხვედრა 3-2 დავთმეთ. ნორვეგიამ კი, საბოლოოდ ჯგუფი მოიგო.
დღე კი, ქალთა ფეხბურთიდან მოსული სასიამოვნო სიახლით დაიწყო. ქართველი 17-წლამდე გოგონები, პირველად, ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ახერხებენ, ძლიერთა ლიგაში ასპარეზობას. სალომე ხუბულური გაწვრთილი გუნდი, 19 ნოემბერს და ერთ-ერთი ჯგუფის თამაშების დასრულების მოლოდინში, თითქმის მთელი კვირა იყო. საბოლოოდ, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, საუკეთესო მეორე ადგილით, ლიგით აღზევდა. ახლა, ქართველ გოგონებს უფრო მეტი საფიქრალი და სამუშაო აქვთ, რომ ჯერ იმ ლიგაში ადგილი დაიმკვიდრონ და მერე ვნახოთ...