ევროპა - ქართული ფეხბურთის მომავალია!
ევროპა - ქართული ფეხბურთის მომავალია!
20.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ამინდის პროგნოზის მიხედვით დღეს რიეკაში არ იყო დაპირებული წვიმა, თუმცა იყო, გოლების წვიმა და ბოლოს სიხარულის ცრემლის. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ფეხბურთელი უკვე, მას შემდე რაც იტალიელმა მსაჯმა თამაში ოფიციალურად დაასრულა იტყვის, რომ ძლიან, ძალიან ეტირებოდა, თუმცა, მოახერხა თავის ხელში აყვანა და „ცივად" შევხვდი მოვლენებსო. ჩვენის მხრივ კი, ვიტყვით, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ცრემლების არ უნდა „გაგიტყდეს".


ვიდრე უშუალოდ თამაშზე ვიტყვით, ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ხორვატიის ულამაზეს კუთხეში, რიეკაში და მის მიმდებარე დასახლებებში, მოსახლეობამ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ მათი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2025 წლის საგზურისთვის თამაშობდა, რაც მათთვის უჩვეულო ენაზე (რადგან აქ ყველას ეგონა, რომ ჩვენ, რუსულის რამე დიალექტზე ვსაუბრობდით) მოლაპარაკე ხალხი დაინახა ქუჩებში. ბევრი ამ დღეს ქართველები ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, ვინც იყო, დაახლოებით 50 კაცამდე, მთელი თამაშის მანძილზე ახერხებდა მათი ხმა უფრო ხმამაღალი ყოფილიყო, ვიდრე რიეკას რუიევიცას სტადიონზე მოსული დაახლოებით 2000 ხორვატი ქომაგის. უღრმესი მადლობა ჩვენგან ამ ბიჭებს, ქართველ ქომაგებს, რომელმაც მოახერხა და რიეკას მიმდებარე ტერიტორიებიდან დღეს, საქართველოს უქომაგა.


თამაშამდე ერთი დღით ადრე, მედიასთან შეხვედრაზე რამაზ სვანაძემ აღნიშნა, რომ ხორვატიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირება იქნებოდა ნერვების თამაში და გაიმარჯვებდა ის, ვინც მოახერხებდა ფსიქოლოგიურად ძლიერი ყოფილიყო. ასეთი კი, ლუკა ხარატიშვილი გამოდგა, რომელმაც დასაწყისში, ჩვენების მიერ გაცუდებული 11-მეტრიანების სერიაში, დასასრულს მოახერხა ორი პენალტის მოგერიება და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოუტანა. და ეს უფლება ჩვენმა გუნდმა, მას შემდეგ რაც 2023 წელს მასპინძლის სტატუსით უმასპინძლა ახალგაზრდულ ევროს, ამჯერად, თამაშიდან, როგორც რამაზ სვანაძე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იძახის ბოლო დღეებია, თამაშიდან მოიპოვა. ახლა, 3 დეკემბერს უნდა დაველოდოთ, როდესაც იქნება წილისყრა და გავარკვევთ ვის დაუპირისპირდება ჩვენი ნაკრები, უკვე მისთვის მეორე ევროზე.


რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის იყო დრამატიზმით აღსავსე, რომელსაც თითქოს ბოლო აღარ უჩანდა. იყო თუ არა შეცდომები, ნამდვილად იყო. გვქონდა თუ არა, ამ შეხვედრაში სუსტი მხარეები. რა თქმა უნდა გვქონდა და ამის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ალბათ, უკვე სამშობლოში დაბრუნებული, ცივ გონებაზე გააკეთებს დასკვნებს. თუმცა, იმის თაობაზე, რომ ორი ბურთი თამაშს მსვლელობისას უბრალო ვაჩუქეთ მეტოქეს და რა დასამალია და „გავაცოცხლეთ" სვანაძე პრეს-კონფერენციაზეც აღნიშნავს. პრეს-კონფერენციაზე არა, მაგრამ შერეულ ზონაში გზად, ქართველ ჟურნალისტებთან ლაპარაკისას, „სვანა" აღნიშნავს, რომ ასე ჰგონია, პირველ გოლამდე, მეტოქემ ხელით მოქაჩა ლუკა გაგნიძე და მსაჯმა „ჯარიმა" გაატარა. ანგარიში ამ შეხვედრაში ასე გაიხსნა. თუმცა, გაგნიძემ იმავე ტაიმში „უნებლიე შეცდომა" გამოასწორა და 28-ე წუთზე ულამაზესი და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.


რა დასამალია და ფრე, ხელს ქართველებს გვაძლევდა. შესაბამისად, მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ და ჩვენს კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. ეს გოლიც დიონ ბელომ გაგვიტანა (10', 63'). აქ, ქართველმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს თამაშში დაბრუნება, უფრო ზუსტად, ძირითად დროში, თამაშის დამთავრების მცდელობა გვგქონდა. უკვე მერამდენედ ნოდარ ლომინაძემ, რომელმაც ხორვატებთან თბილისური შეხვედრა დისციპლინარული სასჯელის გამო გამოტოვა, კვლავ მოახერხა გატანა და ანგარიში გაათანაბრა.


ალბათ, როდესაც რამაზ სვანაძე ფსიქოლოგიურ მომენტზე ლაპარაკობს, სწორედ, დღევანდელი სიტუაციის მსგავსს გულისხმობს. მოვდუნდით ბოლო წუთებზე, ვიწამეთ, რომ უკვე ევროზე ვართ? 21 წლის ასაკის გუნდში, ჯერ კიდევ რთულია მსგავსი დეტალების გათვალისწინება, თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო წუთები, ხორვატები „მოგვაჯდნენ", ვერც ბურთი ამოგვქონდა და იყო ძალიან ბევრი წვრილმანი ხარვეზი. შედეგად, გოლო მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთის მეორე წუთზე. ამან კი, თამაში ნახევარი საათით გაგვიხანგრძლივა. დამატები ორი ტაიმი ფრედ, 0-0 დასრულდა, შეხვედრა ხორვატიაში 3-2 მასპინძელთა სასარგებლოთ, თუმცა, თბილისური მატჩის ხარჯზე 3-3 და შესაბამისად, დაინიშნა 11-მეტრიანები.


თამაშის დასრულების შემდეგ, რამაზ სვანაძე რამდენჯერმე გაიმეორებს, რომ მისი ფეხბურთელების ნაწილს ემჩნეოდა კლუბებში სათამაშო დროის სიმცირე. შესაძლოა ამის გამოც, ბევრმა ის თამაში ვერ აჩვენა, რასაც ქართველთა შტაბი ელოდა და რა დასამალია მეც. თუმცა, დღეს არ ვაპირებ რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფას არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით. დღეს, ჩვენ პენალტების სერიაში მოვიგეთ. მოვიგეთ, საფეხბურთო ლატარეა და ევროპის ჩემპიონატზე ვართ, რომელიც 2025 წლის 11-28 ივლისს, სლოვაკეთში გაიმართება.