ფსიქოლოგიური მზაობა ყველაფერს გადაწყვეტს
ფსიქოლოგიური მზაობა ყველაფერს გადაწყვეტს
18.11.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ხორვატულ რიევიკაში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად საპასუხო ფლეი-ოფის წინ ბოლო ვარჯიში გამართა. რამაზ სვანაძის აზრით, ხვალინდელ თამაში გადამწყვეტი გუნდების ფსიქოლოგიური მზაობა იქნება, თამაშის მხრივაც, ქართველთა გუნდი, ნებისმიერი ვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთო.

„პირველადაა შემთხვევა, როდესაც უცხოეთში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პრეს-კონფერენცია იმართება და ეს, ძალიან სასიამოვნოა. ჩვენთვის, სიმართლე გითხრათ, პირველი თამაშის დასრულების შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გვეპოვნა ის ძალები რომლებიც ძალიან ბევრი წავიდა პირველ თამაშზე. კიდევ გვაქვს ერთი დღეს თამაშამდე, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველა მოთამაშე მობილიზებული გამოვა. ველოდებით ძალიან რთულ თამაშს და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელებით", - ამბობს რამაზ სვანაძე და ამატებს, რომ ძალიან დიდ პატივს სცემს ხვალინდელ მეტოქეს, მაგრამ მას და მის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მიჰყვება გუნდთან ერთად.


საქართველოს 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი თვლის რომ, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, მინიმალური ანგარიშით მოგებული თამაში, საპასუხო თამაშში მოდუნების საშუალებას არ აძლევს.


„ვინც აქ არის ჩამოსული, ყველა ფეხბურთელის იმედი მაქვს. ჩვენ ყველა თავს ერთი მთლიანი ორგანიზმის ნაწილად აღვიქვამთ. გუნდში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მათთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი იქნება. მათთვის იქნება დიდი ტრამპლინი, როგორც პირად ასევე სანაკრებო კარიერაში. ამასთანავე ეს ფლეი-ოფიც, იქნება ამ ფეხბურთელებისთვის ის დიდი გამოცდილება, რომლის გარეშეც დიდი ფეხბურთს თამაში წარმოუდგენელია. ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ახლოს ერის ეროვნულ ნაკრებთან, ასე რომ ჩვენი მიზანია, მათთვის ხვალინდელის მსგავს თამაშებში გამოცდილების დაგროვება", - ამბობს რამაზ სვანაძე.


რამდენიმე წუთის წინ გუნდმა, რუევიცას სტადიონზე ვარჯიში დაასრულა. ქართველთა გუნდი რთული თამაშის მოლოდინშია - „უფრო განსხვავებული და სტრესული თამაში იქნება, ვიდრე ჩვენ გვქონდა სახლში, რადგან რეალურად, ხორვატებს უკან დასახევი გზა არ აქვთ, უფრო პირიქით. ხვალ ძლიან ბევრს გადაწყვეტს ფსიქოლოგიური ფაქტორი. ყველა თამაშს თავის შინაარსი აქვს, ასეთი თამაშის წარმოდგენა, ჩემშიც და სამწვრთნელო შტაბშიც და ფეხბურთელებშიც არის", დასძენს სვანაძე, რომელმაც რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის საზღვარგარეთ, ქართველი ჟურნალისტების ხილვაც კი, მისი გუნდისთვის და მისთვის, უკვე სტიმულის მომცემია.


„კარგი განწყობა აქვს. საინტერესო მოლოდინები გვქვს, გვიხარია, რომ ამ დონის თამაშს ვთამაშობთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს ჩავატარებთ. აქამდე, ჩვენი შრომით მოვედით და გვაქვს საშუალება გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს გამოცდილებაც და ფსიქოლოგიური მზადყოფნაც ძლიან დიდ როლს ითამაშებს ხვალინდელ შეხვედრაში. დანარჩენი, არც მანამდე დაგვიკლია და არც ახლა დავაკლებთ და პირიქით, გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ვეცდებით, მივაღწიოთ ჩენს საწადელს და გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე", - ამბობს ოთო მამაგეიშვილი.


დღეს, ხორვატიაში, ქართველთა გუნდის მთავარი მწვრთნელისა და მედიის შეხვედრისას, რამაზ სვანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მიზანი, თაობების ცვლილებების მიუხედავად, იმ გეგმის საქმეში მოყვანაა, რომელიც საბოლოოდ, ეროვნული გუნდის სტაბილურობის, პოზიტივისა და დინამიკის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და რომელიც ბოლო 2-3 წელია საქართველოში შეინიშნება. ხვალ, 19 ნოემბერს, საქართველოს სამი ნაკრებისთვის (ეროვნული, ასაკობრივი და 19-წლამდე) გადამწყვეტი დღეა, შესაბამისად, დღეს, რიეკაშიც, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს რომ ყველაფერს ეროვნული ნაკრების პრიზმიდან განიხილავენ: „ჩვენ პირველად ვთამაშობთ ფლეი-ოფს, ჩვენი გეგმაა ამ დინამიკის შენარჩუნება, რომ მუდმივად ვითამაშოთ ფლეი-ოფში, ყველა ნაკრებმა", დასძენს სვანაძე, რომლის გუნდით 19 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 19:00  (22:00)  საათზე დაიწყება.


საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა -  მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი ("დინამო ბათუმი"), მიხეილ მაქაცარია ("დინამო თბილისი"), ლევან თანდილაშვილი ("თელავი"). მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის „შახტარი", უკრაინა), საბა ხვადაგიანი ("დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უგრეხელიძე ("დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი", უკრაინა), ლადო ოდიშვილი ("თელავი"), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე ("თელავი"). ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), გიზო მამაგეიშვილი ("იბერია 1999"), ლევან ოსიყმაშვილი ("დინამო თბილისი"), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი", რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა" გორი), დაჩი ლორდქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია).  თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი ("დინამო თბილისი"), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე:, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913" ფოთი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).