ბათუმში გამოიდარა, საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, ჩარტერული რეისით, ჩეხეთში ჩავიდა, სადაც უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. თამაში, 19 ნოემბერს ოლომოუცში, „ანდრუვ არენაზე" ჩატარდება.
როგორც ნოემბრის ფანჯრის სანაკრებო ფანჯრამდე გაცხადდა, ჩვენს ეროვნულს, ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში ლაშა დვალი უბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მან შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. არაა გამორიცხული, კონკრეტულად თამაშის დღეს, ვილი სანიოლის გუნდში, კიდევ სხვა ცვლილებებიც იყოს. მანამდე კი, გუნდი, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის გასამართად, 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 საათზე. ქართველი ქომაგები კი, ცოტას დაისვენებენ და 19 ნოემბრისთვის დაიმუხტებიან, რადგან ამ დღეს, ჩეხეთში მასპინძები, სწორედ ამ კომპონენტით შეეცდებიან ჩვენს შეჩერებას.
სფფ-ის ფოტო