17 წლის ვახტანგ სალიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება დადასტურდა
17 წლის ვახტანგ სალიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება დადასტურდა
29.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა" და ინგლისურმა „ნიუკასლმა", ქართული კლუბის აკადემიის აღზრდილისა და „დინამო თბილისის" მთავარი გუნდის მოთამაშის, 17 წლის ვახო სალიას ტრანსფერი დაადასტურეს. კლუბებმა, ერთი მეორეს მიყოლებით, სოციალურ ქსელში „სალის" შესახებ საინფორმაციო წერილები გამოაქვეყნეს. „ნიუკასლის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კი, ქართველს ვრცელი წერილიც მიუძღვნა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ მოვახერხეთ სხვა ტოპ გუნდთან მოლაპარაკება. სკაუტინგი და ახალი ტალანტების მოზიდვა არის გუნდის მდგრადი განვითარების საწინდარი მიმდინარე PSR-ის (მოგებისა და მდგრადობი რეგულაცია) ფარგლებში, ასე რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტულია. ჩვენ ვაგრძელებთ ტალანტების მოძიებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც მოახერხებენ გზის გავლას და მომავალში, პირველი გუნდის ღირსეული წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, ვახტანგთან მუშაობის დაწყებას, მანამდე კი მას წარმატებებს ვუსურვებთ „დინამო თბილისში", - ამბობს პაულ მიჩელი, „ნიუქასლის" სპორტული დირექტორი.


მშობლიური აკადემიის მთავარ კლუბში სალიას  დებიუტი 2023 წლის ნოემბერში, 16 წლის ასაკში ჰქონდა. იმ წელს კი, „დინამო თბილისს" ეროვნული ლიგის მოსაგებად, ცოტა დააკლდა.


საფეხბურთო კლუბი „ნიუქასლი" თავის მკითხველს ატყობინებს, რომ სალიამ, ქართული გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავი მიმდინარე სეზონში დაიმკვიდრა და 24 საქართველოს მთავარ ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.


სალიას გამოვლილი აქვს საქართველოს ასაკობრივი გუნდები, სხვადასხვა წლებში იცავდა, 17 და 19 წლამდე ნაკრებების ღირსებას იცავდა.


ვახტანგ სალია ინგლისურ კლუბს 2025 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ შეუერთდება, რაც ის სრულწლოვანი, 18 წლის შესრულდება. მანამდე კი, სალი, ქართული კლუბის ღირსებას დაიცავს.


ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ სალია, „დინამო თბილისის" აკადემიაში 2017 წელს ჩაირიცხა და  თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში იასპარეზა. მთავარ გუნდში, ფეხბურთელმა 31 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.