შერმადინის ტენერიფემ გრანადაში გამარჯვება იზეიმა
შერმადინის ტენერიფემ გრანადაში გამარჯვება იზეიმა
21.10.2024
ავტორი: ირაკლი პერტაია / კალათბურთის ფედერაცია

გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ გასვლითი გამაჯვება მოიპოვა. კუნძულელები სტუმრად შეხვდნენ გრანადას და 86-75 დაამარცხეს. 

კანარიელებმა უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, მაგრამ გადამწყვეტი და საკვანძო მაინც ბოლო პერიოდი გამოდგა, რომელშიც ტენერიფემ 33-24 გაიმარჯვა და შეხვედრა სათავისო შედეგით დაასრულა.


ქართველი ცენტრი ამ მატჩში დიდად არ დატვირთულა. შერმადინმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.


ტენერიფე 2 მოგებით და 1 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 27 ოქტომბერს, გრან კანარიას სტუმრად დაუპირისპირდება