სანაკრებოს შემდეგ ქართველები ჩემპიონთა ლიგას განსჯიან
სანაკრებოს შემდეგ ქართველები ჩემპიონთა ლიგას განსჯიან
20.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პირველად, ქართული ფეხბურთს ისტორიაში, ქართველ მსაჯთა ბრიგადა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩს განსჯის. გიორგი ყრუაშვილი, ლევან ვარამაშვილთან და ზაზა ფიფიასთან ერთად, ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმისა" და ლისაბონის „სპორტინგის" შეხვედრას განსჯის. თამაში, 22 ოქტომბერს, გრაციდან თითქმის სამი საათის სავალში, ავსტრიის სიდიდით მე-6 ქალაქ კლაგენფურტის  Wörthersee Stadion-ზე  ჩატარდება. შეხვედრა, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და დარწმუნებულნი ვართ, ქართველი ქომაგების უდიდეს ინტერესს დაიმსახურებს.  აქვე გეტყვით, რომ ამა შეხვედრაში, მეოთხე მსაჯიც ქართველი გიორგი ავაზაშვილი იქნება.


შეგახსენებთ, რომ გიორგი ყრუაშვილმა, ლევან ვარამიშვილთან და ზაზა ფიფიასთანუეფა-ს ერთა ლიგის მესამე სანაკრებო დღეს, 13 ოქტომბერს, ჰელსინკიში, ფინეთისა და ინგლისის შეხვედრას მოემსახურა. „ოლიმპია სტადიონზე" იმ თამაშში მეოთხე მსაჯი, გიორგი ავაზაშვილი იყო. VAR-ის ოთახში კი, ალეკო აფციაური მუშაობდა. შეხვედრა ინგლისის გამარჯვებით, 1-3 დასრულდა, ქართველ მსაჯს კი, არც ერთი ყვითელი არ გამოუყენებია.