მატჩის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა
მატჩის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა
12.10.2024
ავტორი: მარიამ მესხი

პოზნანში დასრულებული უკრაინა - საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ, თამაშის სტატისტიკა, რომელშიც საქათველოს ნაკრებმა მეტოქე დაჯაბნა, არ შეესაბამებოდა ანგარიშს, რომელიც დაფიქსირდა. საქათველოს ნაკრებს, დაცვაში დაშვებული ერთადერთი შეცდომა გოლად და დაკარგულ სამ ქულად დაუჯდა.

„ძალიან დასანანი მარცხი იყო. ვიცოდით უკრაინას რომ ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ თამაშით გვაჯობეს. ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. ჩვენც გვქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. რა თქმა უნდა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ვიცით, რომ ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, თბილისში, ალბანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ ეს წაგება და გადავერთოთ მომდევნო მატჩზე", - ამბობს ოთარ კაკაბაძე.


საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.



სფფ-სა და უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ფოტო