აბუ დაბიში სტარტი სეზონის ბოლოს წინა გრან სლემმა აიღო
აბუ დაბიში სტარტი სეზონის ბოლოს წინა გრან სლემმა აიღო
11.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

დღეს აბუ დაბიში, IJF-ის საანგარიშო წლის მსოფლიო ტურნეს ბოლოს წინა ტურნირი დაიწყო. აბუ დაბის გრან სლემზე საქართველო 9 ჯუდოკათი არის წარმოდგენილი. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური წლიდან გამომდინარე, აგვისტოს შემდეგ გამართულ ტრადიციულ და პრესტიჟულ ტურნირებში, მონაწილე ქვეყნების რაოდენობაც წინა წლებთან შედარებით მცირეა და ტურნირებზე, ვარსკვლავების ნაკლებობაც აშკარად იგრძნობა. დამქანცველი წლის შემდეგ, ამოსუნთქვის საშუალება ქართველ ჯუდოკებსაც მისცეს. შესაბამისად, ჩვენი გუნდი, რომელიც 6 წონით კატეგორიაში 9 სპორტსმენით არის წარმოდგენილი მეტნაკლებად ახალი სახეებით არის დაკომპლექტებული.

-60კგ ნიკა ხუზაურაშვილი, ლუკა მოდებაძე

-66კგ ლაშა ნადირაძე

-73კგ გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ტერაშვილი

-81კგ დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშილი

-90კგ ლუკა ბაბუციძე

-100კგ მიხეილ ჯაფარიძე


დღეს, -60კგ და -66კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა მედლების კომპლექტები. ქართველებმა, პირველი დაპირისპირებები მოიგეს, თუმცა, მეორე წრიდან ასპარეზობას გამოეთიშნენ და შესაბამისად, პირველი საასპარეზო დღეც, ქართული გუნდისთვის მალე დასრულდა.


აქვე გეტყვით, რომ აბუ დაბის გრან სლემი 11-13 ოქტომბრის შუალედში ტარდება.

 


ფოტო: IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი