ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროზე გასვლის ბედი შვედებს გადააბარა...
ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროზე გასვლის ბედი შვედებს გადააბარა...
10.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ის მეორე ადგილი დაკარგა, რომელსაც მთელი ციკლი ინარჩუნებდა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს აძლევდა. რამაზ სვანაძის გუნდს, მეორე ადგილზე გასვლის და ამ გზით ახალგაზრდული ევროს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის თეორიული შესაძლებლობა კიდევ აქვს, თუმცა, ამისთვის ჩვენმა ნაკრებმა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს და შვედეთმა, რომელთანაც დღეს, იენჩეპინგში 3-2 დავმარცხდით, ბოლო შეხვედრა აუცილებლად უნდა წააგოს, ჯგუფის ლიდერთან, ნიდერლანდების ნაკრებთან, რომელიც თავის მხრივ დაუმარცხებელია, კარგა ხანია ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურიც ხელში აქვს და შესაბამისად, მოტივაციაც ნაკლები, ბოლო თამაშში შვედებს თავი შეაკლას.

შვედეთისა და საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრებების უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ქაოტურად დაიწყო, თუმცა, მალე „მღვრიე წყალში" ბურთი მასპინძლებმა დაიჭირეს და რეალურად მთელი თამაშიც აკონტროლეს. თუმცა, პირველი გოლი, მე-13 წუთზე სწორედ მათ კარში გავიდა. გოლი, ლაშა ოდიშარიას გადაცემის შემდეგ ნოდარ ლომინაძემ გაიტანა.


ალბათ, დღევანდელ შემთხვევაში, განსაკუთრებით ეს შეხვედრის პირველ ნახევარში ჩანდა კარგად, იყო ნაკრების მცველთა დაუდევარი, ან შეიძლება ითქვას, ზედმეტად თვითდაჯერებული თამაში საკუთარ კართან. ერთი-ერთი ასეთი, 23-ე წუთზე, ელემენტარული დისკომუნიკაციით დასრულდა რასაც, საქართველოს ნაკრების კარში გოლო მოჰყვა. 39-ე წუთზე, ასევე ელემენტარულ შეცდომას მოჰყვა ქართველთა კარში მეორე გოლი, რომელიც რეალურად გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში სვანაძის ფეხბურთელებმა, მარტივად, ბურთის ამოტანა დააგვიანეს. ამ ორი მძიმე შეცდომის გარდა, პირველ ნახევარში შვედებმა მოახერხეს ბურთის დამალვა და ძალზედ სახიფათოები იყვნენ ჩაწოდებებზე,


მეორე ტაიმშიც, თუ არ ჩავთვლით, რომ ბურთის ფლობის მხრივ, ოდნავ ვითარება გამოვასწორეთ, სურათი არ შეცვლილა იმას გარდა, რომ შვედებმა ტაიმის დასაწყისში 48-ე წუთზე ჯერ ჩვენ გაგვიტანეს, შემდეგ კი საკუთარ კარშიც ჩაჭრეს გოლო. საბოლოოდ შეხვედრა შვედების გამარჯვებით 3-2 დასრულდა (მატჩის სტატისტიკა).


ამ სათამაშო დღის შემდეგ, C ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილზე ჩამოინაცვლა. შვედებმა კი, ერთი ქულით გადაგვასწრეს. შესაბამისად, როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, ჯგუფის ბოლო სათამაშო დღე გაარკვევს, თუ ვინ გახდება ამ გუდიდან მეორე გუნდი, რომელიც ნიდერლანდებთან ერთად, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.



ფოტო: @svenskfotboll