
ვიდრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიული გრაციდან პოლონურ პოდგორიცაში მოემგზავრებოდა, ბრუნო გალაში ქართველი ავსტრიაში, ადგილობრივი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას, ოთარ კიტეიშვილის საკლუბო, გრაცის „შტურმის" ვებ-გვერიდ ავრცელებს.
„ნახევარდაცვის სტრატეგი", - ასე მოიხსენიებს ქართველს ავსტრიული „შტურმის" გვერდი, ორშაბათ საღამოს საუკეთესოდ აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლების სეზონზე, „შტურმმა" მოახერხა დუბლის გაკეთება, მოიგო ავსტრიის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი. „შტურმის" მე-10 ნომერმა კი, იმ სეზონიდან კიდევ ერთი ტროფეი, უფრო ზუსტად ტიტული დაიმატა - სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული. აღნიშნული ტიტულისთვის ოთარ კიტეიშვილს მისი თანაგუნდელი იონ გორენჩ სტანკოვიჩი და ყოფილი თანაგუნდელი ალექსანდერ პრასი ეცილებოდნენ.
ოთარ კიტეიშვილმა 2023-2024 წლების სეზონში „შტურმის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ჩვენი გვერდი ულოცავს „კიტეს" კიდევ ერთ აღიარებას და თავდაპირველად კარზე მომდგარ სანაკრებო თამაშებში, შემდეგ კი, „შტურმთან" ერთად წარმატებას უსურვებს.





ჩვენ








