
დღეს ყაზახეთში, ახალი სეზონის სტარტის ერთ-ერთი ტრადიციული და პრესტიჟული საციგურაო ტურნირის „დენის ტენის მემორიალზე" მედლების დასკვნითი - გალა დღეა. ქართველებიდან ყინულზე ანასტასია გუბანოვა და ნიკა ეგაძე იასპარეზებენ.
საქართველოს საუკეთესო ქალმა სპორტსმენმა ახალი სეზონი, ახალი ლუქით დაიწყო. შეცვალა პროგრამაც. მოკლე პროგრამაში გუბანოვამ 69.07 (36.81 / 32.2) ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ჩვენს წარმომადგენელს, თავისუფალ პროგრამაში 0.81 მეასედით გაუსწრო იტალიელმა ლარა ნაკი გუტმანმა, თუმცა, ანასტასიას მიღებული 126.84 (61.96/ 64.88) ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რომ გუბანოვას, 195.91 ქულა დაეგროვებინა, ორი პროგრამის ჯამში „დენის ტენის მემორიალი" მოეგო. აქვე გეტყვით, რომ ქალთა თანრიგში ყაზახურ ტურნირზე 18 მოციგურავე ასპარეზობდა (საბოლოო შედეგები).
5 ოქტომბერს ყაზახეთში მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა, ამჯერად, მამაკაცთა შორის, სადაც საქართველოს ნიკა ეგაძე წარმოადგენდა. ქართველმა საბოლოოდ 242,43 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მოკლე პროგრამაში, ეგაძე 90.06 (52.06 / 38.00) ქულით მეორე იყო. თავისუფალ პროგრამაში კი, 152.37 (79.11/ 73.26) ქულით, მხოლოდ მეოთხე აღმოჩნდა. თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, ქართველმა, მესამე პოზიციაზე მაინც მოახერხა გასვლა (საბოლოო შედეგები).
„ასტანაში ჩელენჯ სერია, მოგეხსენებათ გრან პრის ეტაპებს უტოლდება, სარეიტინგო ქულების დაგროვების თვალსაზრისით. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტსმენებისთვის და ზოგადად, ჩვენი გუნდისთვის, რადგან ეს წელი, ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია. შესაბამისად, თითოეულ ტურნირზე მიღებული სარეიტინგო ქულა, საბოლოოდ, საერთო ქულათა ჯამში იკრიბება და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც, ჩვენ გუნდურ ასპარეზობაშიც ვიასპარეზოთ, რომელშიც რეიტინგის 10 საუკეთესო გუნდი (ქვეყანა) იასპარეზებს. ამრიგად, ყველა სარეიტინგო ტურნირი ჩვენი სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია", - ამბობს TSFF.ge-სთან საუბარში ყაზახეთში გამგზავრებამდე მაკა გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტი.
სარეიტინგო ტურნირებში ქულების დაგროვება საკმაოდ რთულია დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკისთვის, რომლებმაც ქვეყანა შეიცვალეს და საქართველოს სახელით 2023 წლიდან დაიწყეს ასპარეზობა. შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი, ფიგურული ციგურაობის ქართველი მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის შვილია. ქართულ სპორტულ წყვილს 5 ოქტომბერს უნდა ეასპარეზა, თუმცა, გლებ სმოლკინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო დასკვნის საფუძველზე (ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს) ჩვენები ტურნირს გამოეთიშნენ.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ინსტაგრამფოტოები





ჩვენ








