
ახალი საკალათბურთო სეზონის დაწყებამდე დღეს, თბილისში, კიდევ ერთი საინტერესო მატჩი გაიმართა. დუდუ დადიანის სახელობის, ტრადიციული სეზონისწინა მემორიალის შემდეგ, ამჯერად, თბილისი არენამ საქართველოს საკალათბურთ სუპერთასს უმასპინძლა.
ერთმანეთს, 2023-2024 წლების სეზონის სუპერლიგის ჩემპიონი „ქუთაისი 2010" და საქართველოს თასის მფლობელი თსუ დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელშიც თსუ-ელებმა 12-16 იმარჯვებს, შეხვედრის დარჩენილ დროში თამაში ქუთაისელთა კარნახით წარიმართა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დარჩენილი სამი მეოთხედი მოიგო 29-19, 22-19, 23-14. აქედან, როგორც ხედავთ, რეალურად მატჩის მოსაგებად, დიდი ნაბიჯი მეორე მეოთხედში გადადგა.
ქართული კალათბურთს მოყვარულებს გემახსოვრებათ, რომ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის წინ, ქუთაისელთა და საქართველოს ნაკრების გამოცდილ მოთამაშეს, მიხეილ ბერიშვილს, მცირე ტრავმა ჰქონდა, თუმცა, ბერიშვილმა დღეს პარკეტზე 26:44 წუთი გაატარა. ქუთაისელთაგან ყველაზე მეტი 20 ქულა და ორმაგი დუბლი, 11 მოხსნით, გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა. ორმაგი დუბლი შეასრულა თსუ-ლთაგან ალექსანდრე ფევაძე, რომელსაც 12 მოხსნა და 10 ქულა დაუგროვდა. თბილისური კლუბიდან, ყველაზე მეტი 18 ქულა, ნიკოლოზ გაფრინდაშილის ანგარიშზეა.
„ქუთაისი - 2010"-მა საბოლოოდ, 86-68 (მატჩის სტატისტიკა) გაიმარჯვა და საქართველოს სუპერ თასს დაეუფლა, რომელიც გუნდის კაპიტანმა კაკი დვალიშვილმა ჩაიბარა.
ფოტო: „ქუთაისი 2010" / მირიან ჩხეიძე





ჩვენ








