სამი წონითი კატეგორია, 5 ჯუდოკა და საბოლოოდ, ერთი ბრინჯაოს მედალი
სამი წონითი კატეგორია, 5 ჯუდოკა და საბოლოოდ, ერთი ბრინჯაოს მედალი
05.10.2024
ავტორი: TSFF.Ge

დღეს დუშანბეში, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღე იყო ინდივიდუალურ ჩათვლაში. საქართველოს ამ დღეს, ხუთი ჯუდოკა წარმოადგენდა.  -100 კგ  წონით კატეგორიაში გაგა გაგაძემ და  ლუკა ექვთიმიშვილმა მეორე წრიდან დაიწყეს და პირველი დაპირისპირებებიც მოიგეს, თუმცა, 1/8 ფინალში ორივე დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

+100კგ წონით კატეგორიაში პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას თამაზ ბიგანიშვილი. ისევე როგორც წინა წონითი კატეგორია, ქართულ გუნდს ესეც გაორებული ჰქონდა. შესაბამისად, ამ წონაში, წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ქარდავამ, რომელმაც პირველი ორი ორთბრძოლა მოიგო, თუმცა, 1/4 ფინალში თურქ იბრაჰიმ თათაროლუსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, ქართველი ამერიკის სახელით მოასპარეზე ალექს სიმიონენკოს შეხვდა და შიდოებით მოიგო. ბრინჯაოს ფინალში კი, 20 წლის ქართველი ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე არსენ კაძაევი ავასეტე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


დღესვე, +78კგ წონით კატეგორიაში, ერთ შეხვედრა ჩაატარა ნინო პაპიძემაც, რომელიც ბრაზილიელ ჯუდოკასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოერთო.


საბოლოოდ, ტაჯიკეთში ქართული გუნდის სათვალავში ორი მედალია. პირველი, ოქროს მედალი -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა ჯავახიშვილმა მოიგო. საბას მიერ დღეს მოგებული ბრინჯაო და კი, მეორეა. აქვე, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული გუნდი ხვალ, დუშანბეში, შერეულ გუნდურ შეჯიბრში მედლის გარეშე არ დარჩება.



ფოტო: @IJF / თამუნა ყულუმბეგაშვილი