ქართველმა 16-წლამდებმა ერზრუმში გამარჯვებით დაიწყეს
01.10.2024
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, თურქეთის ქალაქ ერზურუმში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, პირველი მატჩი ჩაატარა სადაც ჩვენმა ასაკობრივმა ყირგიზეთის დამარცხება შეძლო, ანგარიშით 0-3. შეხვედრაში გიორგი გორგაძემ დუბლის შესრულება შეძლო, ხოლო ანდრია ჩხაიძემ 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეს მატჩი, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის, საერთაშორისო დონეზე ჩატარებული პირველი მატჩი იყო. შემდეგ შეხვედრას, სანდრო კობახიძის გუნდი ხვალ, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ტურნირის მესამე მატჩს, 4 ოქტომბერს, ჩვენი ასაკობრივი, A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს.