სანაკრებო შესვენების შემდეგ, ქართული ლეგიონი საკლუბო ბატალიებს უბრუნდება. ჩვენ კი, კვლავ ეროვნული თამაშების მოლოდინში, ჩვენი ფეხბურთელების კარგ და რა მთავარია, ტრავმების გარეშე თამაშებს ველით. თუმცა, დღეს, გიორგი ჩაკვეტაძემ ცოტა შეგვაშინა. „უოტფორდისა" და „ქოვენთრი სიტის" დაპირისპირებაში, ქართველი მე-80 წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, უოტფორდელთა მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლისმა „ჩაკვეს" ჯანმრთელობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„ვფიქრობ, წინასწარ არ ღირს ნერვიულობა, თუმცა, ფაქტია, ასეთი რამ ყოველ დღე არ გემართება, მწვავე ტკივილი ზურგის არეში. პირველადი დათვალიერებით, საშიში არაფერია, ის ახლა გასახდელ იმყოფება", - ამბობს ტომ კლევერლი.
გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ჩვენი გვერდიც, დავუკავშირდით სანდრო წყაროს, რომელიც თავის მხრივ „ჩაკვეს" ელაპარაკა. მისი ინფორმაციით, გიორგიმ წელის ტკივილის გამო ვეღარ გააგრძელა თამაში, თუმცა, ახლა, „ჩაკვე" თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონშიფის მატჩში დღეს „უიტფორდი" „ქოვენთრი სიტის" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი, შეხვედრის 67-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით გავიდა.
ფოტო: © Watford FC