თოკო შენგელია კიდევ ერთი ვადით აირჩიე ELPA-ს პრეზიდენტად
თოკო შენგელია კიდევ ერთი ვადით აირჩიე ELPA-ს პრეზიდენტად
13.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, მეორე ვადით ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩეს. ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (ELPA) რიგით მე-7 ყოველწლიური ასამბლეა, ბარსელონაში გუშინ გაიმართა. ასამბლეას 2024-2025 წლის სეზონის სამოქმედო გეგმები უნდა განეხილა და ამასთან, ერთი საანგარიშო წლით პრეზიდენტი და ე.წ. ბორდი (ხუთი წევრისგან შედგება) უნდა აერჩია, რომელიც აღნიშნულ წელს, ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელთა ინტერესების მოემსახურება. შეხვედრას 18-დან 16 მოთამაშე ესწრებოდა. თოკომ, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე ვაგრძელებ ELPA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას. მინდა მადლიერება გამოვთქვა ჩემი კოლეგების მიმართ, რომლებმაც მე ნდობა გამომიცხადეს. ვამაყობ, იმ მიღწევებით, რის გაკეთებაც დროის მცირე მონაკვეთში მოვახერხეთ, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი", - წერს შენგელია.


ცნობისთვის, თოკოს პრეზიდენტობის პერიოდში, ELPA-მ მოახერხა მჭიდროდ ეთანამშრომლა მოთამაშეთა მსოფლიო ასოციაციასთან და ევროლოგის ფარგლებში მიაღწიეს ეზრუნათ მოთამაშეებზე, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. თუმცა, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ELPA -ს პრეზიდენტის მთავარი მიზანია საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც  კარიერის დამთავრების შემდეგ, ყველა მოთამაშეს პენსიის მიღების შესაძლებლობას მისცემს.



ფოტო: © ELPA