„ქუთაისი 2010“-მა მოსამზადებელი ეტაპის მეორე ეტაპი დაასრულა
„ქუთაისი 2010“-მა მოსამზადებელი ეტაპის მეორე ეტაპი დაასრულა
12.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კალათბურთში, საქართველოს ჩემპიონი "ქუთაისი 2010", მომავალ კვირას, ანტალიაში, ასპარეზობას ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს, შეკრების მორიგი ფაზა დაასრულა.

„ქუთაისი 2010"-მა მოსამზადებელი ეტაპი 26 აგვისტოდან ბათუმში დაიწყო და შემდეგ, ლატვიაში დაასრულა. კოტე ტუღუშის გუნდმა ოთხი სპარინგი გამართა, ორში გაიმარჯვა და ორში დამარცხდა. შეკრების დასრულების შემდეგ, ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი იტყვის, რომ ამხანაგური თამაშებით კმაყოფილია.


„შედეგი ჩვენთვის მეორეხარისხოვანი იყო. მთავარი იყო გუნდი შეთამაშებულიყო, გვენახა ის რეალური პრობლემები რა, რა დადებითი მხარეები გვქონდა გუნდში. სასარგებლო თამაშები იყო, კარგი მეტოქეები გვყავდა. 18 სექტემბრის თამაშამდე, ახლა, უნდა ამ დეტალებზე ვიმუშაოთ", - ამბობს კოტე ტუღუში.


„ქუთაისი 2010"- მა პირველ შეხვედრაში „რიგა ზელი" 86-92 დაამარცხა. მეორე სპარინგში,  ესტონური „პამუ სადამი"-ს სძლია 77-91. მესამე შეხვედრა ლატვიურ „ორგე"-სთან 94-77 წააგო. დამარცხდა ბოლო სპარინგშიც, ასევე ლატვიურ „ვალმიერა გლასთან" 87-80.


საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „ქუთაისი 2010" 18 სექტემბრიდან ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას. საკვალიფიკაციო ტურნირი ანტალიაში გაიმართება. ქართველების ჯგუფში  სლოვაკური „ლევიცე", კოსოვოს „ტრეპცა" და კვიპროსული „რეპჩა კერავნოსი" არიან. საკმაოდ საინტერესო და „ლაბირინთული" ფორმატის თანახმად, 1/4 ფინალებში „რეპცა"-„კერავნოსს", ხოლო „ქუთაისი" - „პატრიოტ ლევიცეს" დაუპირისპირდება.  ამ ეტაპზე წარმატების შემთხვევაში, პირველ წყვილში გამარჯვებული ჩეხურ „ნიმბურკს", ქუთათურთა წყვილში გამარჯვებული კი, ესტონურ „კალევს" შეხვდება.


ახალი საკალათბურთო სეზონისთვის ქუთაისური გუნდის შემადგენლობა ცვლილებებია. კლუბი, რამდენიმე კალათბურთელმა დატოვა, თუმცა, მიიღო შევსებაც, მათ შორის ბექა ბექაურის სახით. მომავალი თამაშებისთვის კოტე ტუღუშის შემადგენლობა, ასე გამოიყურება: ბაქარ ბერეკაშვილი (#0), ელაია ჯოინერი (#2), ნიკოლოზ სოსელია (#3), გიორგი ოჩხიკიძე (#7), დაჩი ქავთარაძე (#8), თემო დვალიშვილი (#10), გიორგი კორსანტია (#12), გიორგი სულაბერიძე (#15), მიხეილ ბერიშვილი (#17), ჯოშუა ფორტუნი (#18), აკაკი დვალიშვილი (#21),ბექა ბექაური (#33).



„ქუთაისი - 2010"- ის ფოტო