ვამაყობთ და ხმას ვაძლევთ ვალენსიადან კახეთამდე
ვამაყობთ და ხმას ვაძლევთ ვალენსიადან კახეთამდე
11.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ, ტირანაში „აირ ალბანია სტადიუმზე", უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე შეხვედრა მოიგო. ამჯერად, მინიმალური ანგარიშით 0-1 და ჯგუფში, 6 ქულით სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში. შეხვედრაში, რომელსაც თავიდანვე ემჩნეოდა რომ ე.წ. „ერთი გოლი თამაში" იყო, 3-ქულიანი გოლი, პირდაპირი და ირიბი გაგებითაც, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.


„ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ.


როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.


სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით! მიყვარს ეროვნული ნაკრები", - წერს სოციალურ სქელში გიორგი ქოჩორაშვილი.


სხვათა შორის, ძალიან იშვიათად, რომ უეფა-ს სანაკრებო მატჩის შემდეგ ქავერის ფოტოდ, ქართველი მოხდეს. თუმცა, საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, როგორც ჩანს, ევროპის ფეხბურთის სახლის მედია ჯგუფისთვის, მთავარ ფოტოდ ქართველი ფეხბურთელის ფოტოს გამოქვეყნება ტრენდული ხდება. ამ ჯერზეც, ტურის გოლების შესახებ ქავერი გიორგი ქოჩორაშვილის ფოტო გახდა. მოგვიანებით, კი „ქოჩორას" გოლი, ტურის საუკეთესო გოლებს შორისაც მოხვდა და ახლა, უკვე ჩვენზე და რაღა თქმა უნდა „ლევანტეს" სოცმედია ხავიზეა დამოკიდებული, რამდენად მარიფათიანები ვიქნებით და „ქოჩაორას" მოგებაში დავეხმარებით. ამისთვის, მარტივად, უნდა გადახვიდეთ ბმულზე და ხმა მისცეთ ქოჩორაშვილის გოლს.