დღეს თბილისში, საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები დაბრუნდა. ქართულმა გუნდმა თბილისში, სამი მედალი შეჯიბრება (1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) ჩამოიტანა.
პოლონეთის ქალაქ გლივიცეში დასრულებულ ქალ მოკრივეთა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირის ფინალში, საქართველოს სახელს 48 კგ წონით კატეგორიაში რაჰიბა ისმაილოვამ და 57კგ წონით კატეგორიაში ჰურამან კასუმოვამ იასპარეზეს. კასუმოვამ, ამის უფლება, 1/2 ფინალში უკრაინელი ანჰელინა ლახნოს დამარცხების შემდეგ მოიპოვა. რაც შეეხება ისმაილოვას, მან, გვინეა ბისაუელი მეტოქის გამოუცხადებლობის გამო, ფინალური საგზური, ავტომატურად მოიპოვა.
საბოლოოდ, რაჰიბა ისმაილოვა ტურნირის ჩემპიონი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში მისი მეტოქე კიდევ ერთი უკრაინელი სპორტსმენი, სოფია ტურბინინა იყო, რომელიც ჩვენიანმა 4-1 დაამარცხა. ვერცხლის მედალი ერგო ჰურამან კასუმოვას.
პოლონურ რინგზე, წარუმატებელი გამოდგა ასპარეზობა ლანა ბოლქვაძესთვის (60კგ), რომელიც 1/4 ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას. რაც შეეხება ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელს, თათია ბუკიას (81კგ), მან, 1/2 ფინალში, უკრაინელ ირინა ლუცაკთან წააგო და ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.