ორი განსხვავებული ტაიმი, რომელშიც პირველში მასპინძლები დომინირებდნენ, საბოლოოდ მეორემ გადაძალა. უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის B დივიზიონის მეორე ჯგუფური შეხვედრა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვლავ მოიგო და ახლა, 2 ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფს სათავეში უდგას. აღნიშნული დივიზიონის დებიუტანტისგან, მსგავს სტარტს ალბათ, ბევრი არ მოელოდა, თუმცა, მსგავსი დასაწყისი, მარტივად გამოსაცნობი იყო, თუკი, ევრო 2024-ის თამაშებს გადავხედავდით, რომლის დროსაც ვილი სანიოლის გუნდი თამაშიდან თამაშამდე იზრდებოდა.
მოგებულებს არ ასამართლებენ და ის მცირედი ხარვეზებიც, რომელიც ჩვენს გუნდს ტირანაში გამართული მატჩის დროს ჰქონდა და დედამიწის ზურგზე, არც ერთი გუნდი უნაკლოდ არ თამაშობს, ვილისა და ბიჭების ლაპარაკისა და დასკვნების გამოტანის თემად დავტოვოთ. ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საკმაოდ რთულ შეხვედრაში, უპირველესად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით (ჩვენი გუნდი ყველაზე მეტად, ახლა ამ გაკვეთილების პრაქტიკაში გადმოტანით არის დაკავებული და კარგადაც გამოსდის), რადგან ჩეხებთან ზე-თამაშის შემდეგ, გუნდს სამ დღეში მოუხდა ეიფორიის ჩაკვლა და საღი გონებით მოედანზე გამოსვლა, საჭირო 3 ქულა აიღო, თან „ჯოჯოხეთში".
ბუნებრივია, არ გვინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების არც ერთი ფეხბურთელის გამოყოფა. ფაქტია, რომ დღეს, გაიმარჯვა გუნდმა, სწორედ, გუნდური და დალაგებული თამაშით. ამ შეხვედრაში 3 ქულიანი კი, გიორგი ქოჩორაშვილმა „ჩააგდო", თან „შტანგა-გოლით", 71-ე წუთზე გაიტანა.
მატჩის სტატისტიკა
რამდენიმე დღის წინ, ჩეხებთან მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სანიოლიმ თქვა, რომ მომავალზე ლაპარაკი რთულია, შეგიძლია თავი მოიკლა, მაგრამ წააგო თამაშები, „ევრო"-ს შემდეგ, ჩემი მოლოდინები მოთამაშეების მიმართ გაზრდილიო. ფაქტი სახეზეა და შედეგიც აქვეა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენ გადავხედეთ „მომავალს", „აწმყოსა" და „წარსულს" და ახალი ტურნირის დაწყებამდე, არც თუ ცუდი პერსპეტივაა: A დივიზიონში, 6-6 ქულით ლიდერობენ პორტუგალიის, იტალიისა და დანიის ნაკრებები B დივიზიონში ანალოგიური შედეგი აქვთ საქართველოსა და საბერძნეთს, C დივიზიონში შვედეთსა და სლოვაკეთს (ეს ორი ნაკრები ერთსა და იმავე ჯგუფშა) და რუმინეთს.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების დროს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც უეფა-ს რეიტინგში (აქვე იხილეთ ფიფა-ს რეიტინგი რომელშიც საქართველოს 4 საფეხურით ამოიწია) 49-ე ადგილზეა, მოუგო 45-ე ადგილოსან ალბანეთს, მე-9 ადგილოსან ჩეხეთს და ახლა რეიტინგში ჩვენზე მაღლა მდგომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე ადგილზეა ემზადება სათამაშოდ.
მომდევნო სანაკრებო ციკლი ოქტომბერშია. ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს პოზნანში, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება, სამ დღეში, სვეტიცხოვლობას კი, „ჯოჯოხეთის მაშხალებს" - ალბანეთის ნაკრებს თბილისში, მიხელ მესხზე უმასპინძლებს.
სტატიში გამოყენებული "ქომაგების" გოგონათა ფრთის ფოტო