უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის სასტარტო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩეხეთს, 4-1 მოუგო. ამ წუთებში, მიხელ მესხზე, მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია დასრულდა. ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ივან ჰაშეკი ძირითადად, უფრო ზუსტად კი, მხოლოდ ჩეხი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდის მედია-ოფიცერს, ქართული მედიის მიერ, კითხვის დასასმელად აწეული ხელი არც დაუნახავს.
მარცხის მიუხედავად, ივან ჰაშეკი, ჩეხთა მთავარი მწვრთნელი, ისევ ისეთი ცხვირ აბზუებული და ამპარტავანი იყო, როგორც გერმანიაში, ჰამბურგში დასრულებული თამაშის შემდეგ. რას განვაწყობთ, ეს კაცი, ქართულს, უბრალოდ არ აღიარებს.
ივან ჰაშეკი: დღევანდელი მატჩს შედეგი თავად ნახეთ. მიმაჩნია, რომ ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ დღევანდელ მატჩს ვერ შევაფასებ პოზიტიურად და ამაზე მეტყველებს ერთადერთი გოლი რომელიც ჩვენ გავიტანეთ.
გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგის გამო, განსაკუთრებით, მეორე ტაიმი, ბოლო 10 წუთის თუ არ ჩავთვლით. გუნდში იყო უარყოფითი განწყობა, რასაც მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდით და შესაძლოა, ეს უარყოფით განწყობა აისახა თამაშის მსვლელობაზე.
დღევანდელი მატჩში ვიხილეთ, რომ ქართველებმა ჩვენებს აჯობეს, მოგვიგეს დიდი ანგარიშით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულისწყვეტას. თამაშამდე საკმაოდ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ და მატჩამდე, ვფიქრობდი, არ უნდა გაგვჭირვებოდა. თუმცა, შეხვედრამ პროგნოზი არ გამართლდა, სამწუხაროდ.
იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან, გამოვასწორებთ ამ თამაშსაც და შედეგსაც. თამაშის დასაწყისში მოგვიწია იძულებითი ცვლილება და ამან მთლიანად, მატჩზეც იქონია გავლენა. შესაბამისად, უკრაინასთან მეტად კონცენტრირებული ვითამაშებთ.
მოსამზადებელ ეტაპზე, ყველანაირად ვეცადეთ, ფეხბურთელების ფიზიკურობის გარდა, მორალურადაც, ამ თამაშისთვის მზად ყოფილიყვნენ. თუმცა, დღეს დავინახეთ, რომ ჩემი ეს პროგნოზი და წარმოდგენა სხვაგვარად დასრულდა.
ვიცოდით, რომ საქართველოში გუნდს დიდი მხარდაჭერა ექნებოდა. რა თქმა უნდა, ვგრძნობდით, ატმოსფეროს რომელიც სტადიონზე იყო. ეს მუხტი ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებდა, ჩვენ კი გვთრგუნავდა.