შეუცვლელი „კიტე“, გაზრდილი გუნდი და ფიქრი მომავალ თამაშზე
შეუცვლელი „კიტე“, გაზრდილი გუნდი და ფიქრი მომავალ თამაშზე
07.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა და დიდი ანგარიშით, 4-1 მოიგო.

მიხეილ მესხზე, ამ წუთებში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის პრესკონფერენცია დასრულდა. ალბანეთში გამგზავრებამდე ქართულ გუნდში კარგი განწყობაა.


ვილი სანიოლი: სამი წლის მანძილზე, დიდი გზა გავიარეთ. მე მჯეროდა, რომ ჩვენ წარმატებისთვის სწორ გზას ვადექით. გერმანიაში ყოფნისას, მოთამაშეებმა ისწავლეს, მოემატათ თავდაჯერება, სწორ ამბიციასთან ერთად, რაც ნიშნავს ერთობლივ, გუნდურ  თამაშს. შეკრებამდე, ყველაზე მეტად რაც გვაფიქრებდა, იყო, თუ რა რეაქცია ექნებოდა გუნდს, ევროს შედეგის შემდეგ და როგორ დაბრუნდებოდნენ ბიჭები მოედანზე. დღეს ვნახე, რომ ეს მოახერხეს. მიხარია და ვულოცავ!


ყოველთვის შეიძლება თქვა, თუ რის გაკეთებას აპირებდი და რეალურად, რა მოგიწია. კაკაბაძესთან დაუგეგმავი ცვლილება გავაკეთეთ. არც იმას ვგეგმავდი, რომ „კიტეს" 90 წუთი ეთამაშა, რადგან მას ტრავმის შემდეგ, ჰქონდა დიდი შესვენება და მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო თამაშებში კარგად გამოიყურება, მისთვის ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიგვეცა. ანალოგიურად, „ჩაკვესთან" დაკავშირებით. ზოგჯერ, რიგი გადაწყვეტილებები უბრალოდ,  უნდა მიიღო. ხვიჩა ტოპ დონეზე თამაშობს და ბოლო 15 წუთში, ის მოახერხებდა არ დაეხარჯა ბევრი ენერგია.


ალბანეთი, რომელმაც „ევრო"-ზე ითამაშა, საკმაოდ რთულ ჯგუფში იყო და ისიც ვიცით, რომ ერთა ლიგის მომდევნო თამაში ტირანაში, რთული იქნება, მაგრამ ჩვენ გვიყვარს როცა სირთულეებია.


დღევანდელი მატჩის პირველი 10-12 წუთი არ იყო კარგი შეტევაში, თუმცა, დაცვის თვალსაზრისით არ გქონდა ცუდი ვითარება. შეტევაში, ჩეხები არ გვიტოვებდნენ დიდ სივრცეებს, რომლებიც ხვიჩას და „ჩაკვეს" სჭირდებოდათ, ამიტომ ოდნავ უკან დახევა ვთხოვე.


იყო თუ არა „კიტე" მთავარი ფაქტორი დღევანდელ მატჩში. „ევრო"-ზე, კიტეიშვილი ყველაზე საჭირო მოთამაშე იყო. ის იმსახურებს არა მარტო ტოპ ლიგას, არამედ, ტოპ კლუბსაც. როცა „კიტე" იყო ევროზე, გუნდი კარგად თამაშობდ, როცა არ იყო გვიჭირდა. „კიტეს" პოზიციაზე თამაში რთულია და ის, ამ „როლს" კარგად ასრულებს. ამიტომ, ბედნიერი მწვრთნელი ვარ, რადგან ასეთი მოთამაშე მყავს.


მომავალზე ლაპარაკი რთულია, შეგიძლია თავი მოიკლა, მაგრამ წააგო თამაშები... „ევრო"-ს შემდეგ, ჩემი მოლოდინები მოთამაშეების მიმართ გაზრდილია. მიმაჩნია, რომ დღეს ვითამაშეთ ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ახლა ამის გამო, მაგიდაზე სახტუნაოდ არ ავხტები და მოვემზადებით ალბანეთთან მატჩისთვის. რაც შეეხება დებიუტანტებს, მათ უნდა ეგრძნოთ ეს გარემო. მათ უნდა ისწავლონ რას ნიშნავს იყვნენ ამ დონის შეჯიბრზე. ითამაშონ „კაშოს", კიტეიშვილი, დვალი, კვარაცხელიასა და სხვების გვერდით, არის მათთვის უდიდესი გაკვეთილი და მოტივაცია.