დღეს, მიხეილ მესხზე საქართველოს ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში იწყებს ასპარეზობას. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე, 2024-2025 წლების სეზონის სასტარტო მატჩში, ჩეხეთის ის ნაკრებია, რომელთანაც, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროზე პირველი ქულა მოიპოვა. თუმცა, ალბათ, რომ ცოტა მეტი გამართლება და იღბალი, რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო, საბა ლობჟანიძის ბოლო საგოლე მომენტი ჩვენს მხარეს ყოფილიყო, ალბათ, საბოლოოდ, ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის გასწვრივ, უფრო მეტი ქულა იქნებოდა.
გუშინ, საგურამოში გამართულ MD1-ის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვილი სანიოლიმ აღნიშნა, რომ ბევრად განსხვავებულ თამაშს, ვიდრე ეს ივნისში იყო, არ ელის. „იგივე ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც ითამაშეს ევროპის ჩემპიონატი. ვფიქრობ, უფრო კარგი სანახაობა ვაჩვენოთ, ვიდრე ევროზე იყო და ავიღოთ სამი ქულა", - ამბობს სანიოლი.
სამი ქულის მოლოდინში არიან ჩეხები, რომლებმაც, თბილისში, მიხეილ მესხზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე ამ მოლოდინის შესახებ ისაუბრეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჰყავთ, თითქმის იგივე შემადგენლობა და კიდევ, გაცხადებულად არა, მაგრამ აშკარაა რევანშის სურვილიც ამოძრავებთ. ამასთან, საკუთარ ძალებში იმდენად დარწმუნებულები არიან, რომ ერთა ლიგის ჯგუფის ბოლო თამაში, რომელიც ასევე, საქართველოს ნაკრებთან უწევთ, არა პრაღაში არამეს, ჩეხეთ-ავსტრიის საზღვართან მდებარე პატარა დასახლებაში დანიშნეს. თუმცა, ამას, შესაძლოა სხვა გამართლებაც ჰქონდეს. მაგალითად, 16000 იანი სტადიონის გავსება უფრო მარტივია, ვიდრე, თუნდაც თბილისური 27000-იანის, რომელზეც, რამდენიმე საათში თამაშ დაიწყება.
ცოტა ივნისის თამაში რომ გავიხსენოთ, რა მოხდა ჰამბურგში - შეხვედრის პირველი 3-5 წუთი ჩეხების მხრიდან ძალიან აქტიური, ანუ უკვე ამ მონაკვეთში „მამარდას" ანგარიშზე, რომელიც მატჩის საუკეთესო იყო, გემრიელი „სეივიც" ჩაიწერა. ბუნებრივია, დღევანდელ თამაშში მხოლოდ მამარდაშვილზე ვერ დავამყარებთ იმედებს.
ჰამბურგში, ჩეხები, ძირითადად აკონტროლებდნენ ბურთს, აკეთებდნენ ჩაწოდებებს, პირდაპირ აუტიდან, ძირითადად გვიჭირდა ფიზიკურად და ვაგებდით ორთაბრძოლებს - სხვათა შორის, როდესაც ჩვენმა გვერდმა ეს, გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ვილის და გურამ კაშიას შეახსენა, ერთი-ორს არ მოეწონა, ერთმა ხმამაღლა გააპროტესტა კიდეც, სად წავაგეთო. თუმცა, მას შემდეგ რაც მიიღო პასუხი, რომ კითხვაში „ფიზიკური ორთაბრძოლებში წაგებაზე" იყო ლაპარაკიო, გაჩუმება ამჯობინა. კარგია, თუ ზოგადად, ერთმანეთის მოსმენას ვისწავლით!
ჰამბურგში, მატჩის შემდეგ, ვილიმ თქვა, რომ ორ მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, აქედან ერთ მომენტში ბურთი გაგვიტანესო. ბუნებრივია, ამისგან არანაირი გუნდი არაა დაზღვეული. ამ მხრივ, და ამ მოკლე დროში, თუ მოხერხდა ამ კუთხით მუშობა, ჩვენი კითხვის კიდევ ერთი ნაწილი იყო, მითუმეტეს, ჰამბურგში, იმავე პრესკონფერეციაზე, სანიოლიმ თქვა, რომ „ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ მოთამაშეებს ასე ნათქვამი არ მოეწონებათ"-ო.
ამ კითხვაზე, გუშინ ვილიმ გვიპასუხა: „კი რა თქმა უნდა, მოთამაშეებმა იციან ხვალ რა თმაში იქნება. კარგია როცა იცი, რა იქნება ხვალ და ამიტომ შეეცდები თავი უკეთ წარმოაჩინონ"-ო.
ჰამბურგში, სანიოლიმ, მატჩს შემდგომ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ „კარგი თამაში არის 90 წუთი კარგი თამაშ და არა რაღაც მონაკვეთები, და ეს გამოცდილებიდან მოდის"-ო. ბუნებრივია, ყველას და მათ შორის ჩვენც, ამ მხრივ, იგივე ჩეხებთან მიღებული გამოცდილება გვაინტერესებს, რამდენად გამოგვადგება და რას შევცვლით ჩვენ?
„გულშემატკივარი ყველა კმაყოფილია. მაგარი „ევროპა" ჩავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ ეს ჯგუფი რთული სათამაშო იქნება, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვაქვს, არ უნდა ვიყოთ ზედმეტად თავდაჯერებული და ეს შეცდომა არ დავუშვათ. გვახსოვდეს. მაგრამ ეს თამაშები ახალი მუხტით ვითამაშოთ. ადვილად ვერ მოვიგეთ , ვერც ერთ გუნდთან ადვილი არ იქნება. მაგრამ ძლიან რთული იქნება", - ამბობს გურამ კაშია, გუნდის კაპიტანი, რომელიც ბოლო წელია იდეალურ ფორმაშია და თავისი გამოცდილებითა და ადამიანობით, მოახერხებს, ნელ-ნელა დაცვის ხაზისთვის და ზოგადად გუნდშიც ახალი ფეხბურთელები „გამოზარდოს". ალბათ, როდესმე მოხდება ჩანაცვლებაც და მასაც ისე გააცილებენ დიდი ფეხბურთიდან, როგორც დღეს, რეალურად დიდი ფეხბურთიდან „უდროოდ" წასული დათი ხოჭოლავას გაცილება იქნება და მოსწონს ვინმეს თუ არა, ამ რეალობას უნდა დაყაბულდეს.
ისე, „კაშოს" მოსაზრებას, ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც იზიარებენ და პირადად ჩვენ, ეს იმედს გვისახავს, რომ დღეს, მეტოქის შეუფასებლობა და დაუფასებლობა, პრობლემებს არ შეგვიქმნის.
და ბოლოს სტატიკის ერთი მცირე ნაწილი, ჰამბურგის მატჩის შემდგომი, რომელიც, დღეს, ძალიან გვინდა რომ საჩვენოდ შეიცვალოს და თანაც, ანგარიშშიც აისახოს. ჩეხები 17-ჯერ, საქართველოს ნაკრები კი, 12-ჯერ დაჯარიმდა, აქედან, საკუთრ ნახევარზე ჩვენ 2-ჯერ, მოწინააღმდეგე კი, 5-ჯერ. კარში დარტყმების მხრივაც ჩეხები გვჯობნიდნენ. საერთო ჯამში, ჩეხებმა მამარდაშვილის კარის მიმართულებით 26-ჯერ დაარტყეს. ე.წ. კარის ჩარჩოს მიმართულებით 11-ჯერ! საპირისპიროდ, კარის მიმართულებით დარტყმული ბურთებიდან, ე.წ. ჩარჩოში, ჩვენი მაჩვენებელი არის 1.
შეგახსენებთ, რომ მატჩი, საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის, რამდენიმე საათში, მიხეილ მესხზე დაიწყება. გულშემატკივარი შეკრებას ვაკის პარკში 17:00-დან დაიწყებს. მატჩამდე, მიხეილ მესხზე მოსული გულშემატკივარი პარიზის ოლიმპიური და პაროლიმპიური თამაშების მედალოსნებს შეხვდება. იმედი, გვაქვს, რომ დათის გასაცილებლადაც, რომლის ვარაუდის შესახებაც ოდნავ ზევით დავწერეთ, დღეს, ქომაგების ოვაციების ქვეშ გააცილებენ.