თოკო „თიმ დრაჟენის“ კაპიტანი იყო...
თოკო „თიმ დრაჟენის“ კაპიტანი იყო...
06.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თოკო შენგელიამ მონაწილეობა ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის, დრაჟენ პეტროვიჩს ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში მიიღო. თამაში, 5 სექტემბერს, „არენა ზაგრებში" ჩატარდა, რომლის ტევადობაც 15000 მაყურებელია.


ერთმანეთის პირისპირ ხორვატიის ეროვნული ნაკრები და „თიმ დრაჟენ"-ი წარსდგნენ.  ლეგენდარული მწვრთნელები ჟელკო ობრადოვიჩისა და ნევენ სპაჰიას გუნდში, საკმაოდ ცნობადი კალათბურთელების კაპიტნად კი, თოკო შენგელია აირჩიეს. თოკოს „თიმ დრაჟენმა" შეხვედრა 110-107 მიგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, ხორვატიის ნაკრების მოთამაშე მარიო ჰეჟონია დასახელდა, რომელსაც თამაშის შემდეგ 36 ქულდა დაუგროვდა. ჯანან მუსა გახდა „თიმ დრიმის" საუკეთესო მსროლელი 19 ქულით, რომელსაც მხარი 13-13 ქულით თორნიკე შენგელიამ და მატიას ლესორტიმ აუბეს. თოკოს, 13 ქულასთან ერთად, თამაშში 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.


საკალათბურთო მატჩის გარდა, პეტროვიჩისადმი მიძღვნილი ეს საღამო, საინტერესო დეტალებით იყო დატვირთული - დრაჟენის ძმიზ, ალეკსანდერ პეტროვიჩის, NBA-ს ვარსკვავების ლუკა დონჩიჩს და ბოიან ბოგდანოვჩის გულის ამაჩუყებელი სიტყვით გამოსვლების პარალელურად, დარბაზში შეკრებილებს, თავად დრაჟენმაც გამოეცხადა. ამისთვის ორგანიზატორებმა ლეგენდარული კალათბურთელის ჰოლოგრამა გამოიყენეს.


ასევე იხილეთ სტატია


რედაქტირებულია 07.09.2024 / 14:00