მორიგი პარალიმპიური მედლები ამჯერად, ქალდანების ანგარიშზეა
მორიგი პარალიმპიური მედლები ამჯერად, ქალდანების ანგარიშზეა
06.09.2024
ავტორი: TSFF.Ge


პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარაჯუდოგემა მორიგი მედლები მოიპოვეს. საერთო ჯამშიც, მედლების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა და ქართული გუნდის სათვალავში, ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.


ზედიზედ მეორე მოიპოვა პარალიპმპიური მედალი ინა ქალდანმა (-70 კგ, კატეგორია J2). ამჯერად, პარიზში, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ყაზახი აიალა მერეკე დაამარცხა და პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მესამე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.


ქალდანმა მეოთხედფინალში ბრაზილიელი კელი ვიქტორიო დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ვაზარით დაწინაურდა, ინამ იპონით მოახერხა გამარჯვება. ნახევარფინალი ქალდანმა, ჩინელ იუე ვანგთან იპონით დათმო.


აქვე გეტყვით, რომ ინა ქალდანი ტოკიოს ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანია.


ფინალი დათმო, თუმცა ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა ასპარეზობა გიორგი ქალდანმა (73 კგ, კატეგორია J2). ფინალამდე ქალდანმა, რუმინელ დანიელ ვარგოცკის და ტოკიოს პარალიმპიადის ოქროს მედალოსან უზბეკ უჩკუნ კურანბაევს იპონებით სძლია, ამ უკანასკნელს, „გოლდენ სქორში". თუმცა, ფინალში,  ქართველი, იაპონელ პარასპორტსმენთან, ტოკიოს პარალიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ იუჯირო სეტოსთან ასევე იპონით დამარცხდა.a



სპორტის სამინისტროს ფოტოები