ოდიშარიას სამი საგოლე გადაცემა და მშრალი თამაში ბათუმში
ოდიშარიას სამი საგოლე გადაცემა და მშრალი თამაში ბათუმში
05.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის საკმაოდ გრძელი გზის ბოლო, ოთხ-მატჩიანი მონაკვეთი მოგებით დაიწყო. 3 ტურით ადრე, აღნიშნული ეტაპის დასრულებამდე, რამაზ სვანაძის გუნდი 16 ქული მეორე ადგილზეა და საუკეთესო მეორე ადგილის კვალობაზე, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, შანსებს კვლავ ინარჩუნებს.


სვანაძის გუნდმა აქტიურად დაიწყო და ეს მუხტი მთელი მატჩს მანძილზე შეინარჩუნა. ანგარიშ კი, გიზი მამამგეიშვილის გოლით მე-14 წუთზე გაიხსნა. მეორე გოლი, ქართველმა ახალგაზრდებმა, მეორე ტაიმის სტარტშივე, 49-ე წუთზე გაიტანეს. ამჯერად, მოლდოველთა კარი, გიორგი კვერნაძემ აიღო. 72-ე წუთზე კი, გიგი აბუაშვილმა მესამე გოლი გაიტანა. გოლები გოლებად, თუმცა, ჩვენი მოსაზრებით, დღეს, ყველაზე თვალშისაცემი მოთამაშე ლაშა ოდიშარია იყო. „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილი, რომელიც საკლუბო კარიერას, ლატვიურ FC RFS-ში აგრძელებს. სწორედ, მისი ფლანგიდან აქტიურობის შემდეგ, იძაბებოდა მეტოქის კართან ვითარება და მისივე გადაცემით გავიდა ყველა გოლი.


იხილეთ მატჩის სტატისტიკა


საქართველოს  ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელსაც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შემდეგ, თითქმის, სრულად გადახალისება მოუხდა, თამაშიდან თამაშამდე ემჩნევა შეთამაშება, სითამამე და ეს, გუნდის შედეგებზეც აისახება. კონკრეტულად მოლდოვასთან თამაშის შემდეგ, დაზუსტდა, რომ კარის ჩარჩში სტუმრებს არც ერთხელ არ ჰქონდათ დარტყმული და ესეც, ქართული გუნდის კარგი თამაშს შედეგია, დაცვით ფაზაში. და აქ, ლაპარაკია, არა მხოლოდ მცველების სამსაბა-იას, პლიუს ზურაბიანზე. თუმცა, სვანაძის გუნდს, ამ მხივ, მთავარი გამოცდა, ჯგუფის ლიდერთან ნიდერლანდებთან გასვლაზე 9 სექტემბერს ელის. ნიდერლანდებთან, რომლებიც, რეალურად ფინალურ ეტაპზე გასულები არიან, მაგრამ საკუთარ კედლებში ქულების დაკარგვა, ნაღდად არ ენდომებათ.



ფოტო: ანი კიკნაძე / ქომაგები