კიდევ ერთი მედალი პარალიმპიადაზე - ზურაბ ზურაბიანი ვერცხლის მედლის მფლობელია!
კიდევ ერთი მედალი პარალიმპიადაზე - ზურაბ ზურაბიანი ვერცხლის მედლის მფლობელია!
05.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

ქართული გუნდის ყულაბაში დღეს, მეხუთე და მეორე ვერცხლის მედალი -60 კგ წონითი(J2) კატეგორიაში მოასპარეზე პარაჯუდოკამ ზურამ ზურაბიანმა ჩადო. ფინალურ დაპირისპირებაში, ქართველმა უზბეკ შერზოდ ნამაზოვთან ვაზარი შეხვედრის დაწყებიდან 29-ე წამზე გაუშვა და საწუხაროდ, შეხვედრის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა.


ზურაბიანმა ასპარეზობა 1/4 ფინალიდან დაიწყო და თავდაპირველად ჩილელო იოხან ერერას ვაზარით სძლია, 1/2 ფინალში კი, ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი ჰანსოკო-მაკეთი დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. პარიზის თამაშები კი, 24 წლის პარასპორტსმენისთვის, მეორე პარალიმპიური თამაშებია. ზურაბიანმა, ტოკიოში მეცხრე ადგილი დაიკავა დღეს კი, პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა.


შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის  ქართულ გუნდს, პარალიმპიადის ხუთი მედალი აქვს მოგებული, რაც ჩვენი გუნდის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.  პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა და დღევანდელის ჩათვლით, პარაჯუდოკამ ზურაბ ზურაბიანმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.



ფოტო: სპორტის სამინისტრო