ახალი თაობის ქართველი სპორტსმენები - მარი ალავიძე და ანი ყიფიანი
ახალი თაობის ქართველი სპორტსმენები - მარი ალავიძე და ანი ყიფიანი
05.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, თბილისში ქართველი მხატვრული მოცურავეები ჩამოვიდნენ. მარი ალავიძემ და ანი ყიფიანმა პერუში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი მოცურავე, 18 წლის მარი ალავიძემ შვიდ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. თავისუფალი სოლო პროგრამის ფინალურ ეტაპზე ჩვენებურმა, 268,9208 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა. ფინალამდე, წინასწარ შეჯიბრებაში მარი, 271,0895 ქულით ხუთ საუკეთესო სპორტსმენს შორის იყო.


ამარი ალავიძემ და ანი ყიფიანმა, დუეტში, ტექნიკური პროგრამითაც იასპარეზეს და ტურნირი 27 მონაწილეს შორის მე-18 ადგილზე დაასრულეს.



სპორტის სამინისტროს ფოტო