საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ლევ იაშინის ჯილდოს ნომინანტია.
ქართველი მეკარე გავლენიანმა ფრანგული გამოცემის, France Football-ის 2024 წლის საუკეთესო მეკარის ჯილდოსთვის იბრძოლებს.
ცნობისთვის, "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 28 ოქტომბერს, პარიზის შატლის თეატრში გაიმართება, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში პრესტიჟული ჯილდოების გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან.
მამარდაშვილთან ერთად, იაშინის ჯილდოზე ნომინირებულნი დიოგუ კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, გრეგორ კობელი, ანდრეი ლუნინი, მაიკ მენიო, ემილიანო მარტინესი, უნაი სიმონი, იან ზომერი და რონვენ უილიამსი არიან.
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარე იყო. მას 4 მატჩში 29 სეივი ჰქონდა, რაც აღნიშნული ტურნირის საუკეთესო შედეგია. ჩეხეთთან ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში, სადაც „მამარდას" 11 სეივი ჰქონდა, უეფა-მ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი სულ რამდენიმე დღის წინ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა, თუმცა მიმდინარე სეზონს ქართველი მეკარე „ვალენსიაში", იჯარის წესით დაასრულებს.