„ლანჩხუთმა“ წააგო, გაბელიამ სასტარტო დუბლი გაიფორმა
„ლანჩხუთმა“ წააგო, გაბელიამ სასტარტო დუბლი გაიფორმა
04.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქუთაისსა და წყალტუბოში, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფურმა ეტაპმა აიღო სტარტში. მინი ტურნირში რომელშიც ოთხი კლუბი მონაწილეობს, ფორმატი, საკმაოდ მარტივია. გუნდები, თავდაპირველად 1/2 ფინალურ მატჩს თამაშობდნენ. გამარჯვებულები შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად შეხვდებიან ერთმანეთს. დამარცხებულები კი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ასევე დებულების თანახმად, ნახევარფინალური მატჩები ერთსა და იმავე დროს გაიმართა. შესაბამისად, თამაშები რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონსა და სფფ-ს წყალტუბოს ტექნიკურ ცენტრში გაიმართა.

რამაზ შენგელიაზე, ქალთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი", „ვლაჟნიას" დაუპირისპირდა და 3-0 დამარცხდა. ანგარიში, ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე, მეგი დოჩის გოლით გაიხსნა. ამავე ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე, მორიგი გოლი კუთხურს, მოჰყვა. თეონა სუხაშვილის კარი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს, ამჯერად კლაუდია ბორიჩმა აიღო. მეორე ტაიმის მიწურულს, 82-ე წუთზე გურულთა კარში, რომელსაც ამჯერად ეკა თაბაგარი იცავდა, 82-ე წუთზე ხსენია ნდოჟიმ გაიტანა. კარის ჩარჩოში „ვლაჟნიას" ფეხბურთელებმა, ლანჩხუთელთა კარის ჩარჩოში ხუთჯერ დაურტყეს, ჩვენ კი, ამის გაკეთება, მხოლოდ ორჯერ შევძელით. ქართული გუნდის წინააღმდეგ, ალბანელები 14-ჯერ დაჯარიმდნენ. თუმცა, ყვითლების მხრივ ამ შეხვედრაში თანაბარი გამოდგა ვითარება, გუნდებმა თითო ყვითელი დაიმსახურეს.


ალბანური კლუბი, 7 სექტემბერს ფინალურ დაპირისპირებაში ავსტრიულ „სენტ პოლტენისასა" შეხვდებიან, რომელმაც დღესვე, ქუთაისში მიმდინარე მატჩის პარალელურად, წყალტუბოში, ბაქოს „ნეფთჩი" 5-0 დაამარცხა.


შესაბამისად, მესამე ადგილისთვის „ლანჩხუთი" და „ნეფთჩი" გაარკვევენ საუკეთესოს.


დღესვე, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩარეთო ყაზახური კლუბი „ბიიკი", რომელშიც ყაზახეთისა და საქართველოს რამდენიმე გზის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გულნარა (კესო) გაბელია თამაშობს. გაბელიას გუნდმა, ბულგარული NSA დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა ქალმა კი, ახალ სეზონში ათვლა, დუბლით (45+1', 55') დაიწყო.