პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ქართული გუნდის არსენალში, ახალი სინჯის, ვერცხლის მედალია. ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.
ლადომ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილით კვალიფიკაცია გაიარა. დღეს, მოახერხა ის, რაც ჭინჭარაულს წინა ორ სტარტზე არ გამოსდიოდა. აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ეს 14 პარასპორტსმენისგან შემდგარი ქართული გუნდის მეოთხე მედალია.
პარიზული პარალიმპიადის ჩემპიონი გახდა პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ბრინჯაოს მედლები კი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.