ქართული გოლებით აღებული 3-3 ქულა გერმანიასა და საბერძნეთში
ქართული გოლებით აღებული 3-3 ქულა გერმანიასა და საბერძნეთში
02.09.2024
ავტორი: TSFF.Ge

ვიდრე საქართველოს ეროვნული ნაკრები საგურამოში შეიკრიბება, ქართული ლეგიონო საკლუბო ჩემპიონატებში, თავის გამოჩენას „ასწრებს".

ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე გოლი გაიტანა და ორ ფეხბურთელთან ერთად, ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. მეორე ბუნდესლიგის მეოთხე ტურში „კარლსრუემ" გასვლაზე ბრაუშვაიგის „აინტრახტი" 2-1 დაამარცხა. არადა ტაიმში მარცხდებოდა, ვიდრე, „კალსრუეს" ქართველის აქტიურობით, ტაიმის მიწურულს  ზივზივაძის გუნდმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. 87-ე წუთზე კი, ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.


როგორც ქართული სატელევიზიო არხი იუწყება, ზივძივაძემ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: whoscored - 8.0, flashscore - 7.7, sofascore - 7.6. ახლად დაწყებულ ჩემპიონატში,  „კარლსრუეს" 10 ქულა აქვს, „ფორტუნასთან" ერთად ლიდერია. ზივზივაძის გუნდი, სანაკრებო შესვენების შემდეგ, 13 სექტემბერს, „შალკეს" უმასპინძლებს.


ამჯერად ნაკრებში ვერ მოხვდა ლევან შენგელია. თუმცა, ფეხბურთელი სათამაშო ფორმაში შესვლას, ახალ კლუბთან ერთად ცდილობს. ქართველმა, სადებიუტო მატჩში გამოიჩინა თავი. მან საბერძნეთის „ოფის" მაისურით პირველსავე შეხვედრაში მოახერხა მეტოქის კარის აღება, 50-ე წუთზე. ამ მომენტში ანგარიში 2-0 გახდა. „ოფმა" კი, საბოლოოდ სტუმრად „ვოლა" 1-3 დაამარცხა. შენგელიამ  გარემარბის პოზიციაზე ითამაშა და ის, 81-ე წუთზე შეცვალეს.  ირაკლიონის გუნდი 4 ქულით მეექვსე ადგილზეა და 14 სექტემბერს "არისს" უმასპინძლებს.