„დინამო თბილისის“ ახალგაზრდული გუნდის მეტოქეები უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ცნობილია
„დინამო თბილისის“ ახალგაზრდული გუნდის მეტოქეები უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ცნობილია
03.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში, უეფა-ს შტაბ ბინაში, უეფა-ს ახალგაზდრული ლიგის ე.წ წევრი ქვეყნების ჩემპიონი გუნდების 2024/25 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. ისევე, როგორც მთავარ ტურნირში, ცვლილებები ახალგაზრდულ სექტორსაც შეეხო. იმ კლუბების ახალგაზრდული გუნდები, რომლებიც, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში მოხვდნენ და ახალი ფორმატით იწყებენ ასპარეზობას, ანალოგიური სისტემით (მხოლოდ 8 თამაშის გარდა, აქ, 6-6 მატჩს გამართავენ) აგრძელებენ ასპარეზობას. რაც შეეხება უეფა-ს წევრი ქვეყნების ჩემპიონებს ისინი ე.წ. ადგილიბრივი ჩემპიონების გზით იწყებენ, მთავარი ტროფეისთვის გრძელ გზას და სამი რაუნდის გავლა უწევთ. უეფა-ს სათამაშო წესდებით, მისი წევრი ქვეყნების ჩემპიონები, თუკი, მთავარ ე.წ. „ჩემპიონთა ლიგის" ხაზით უკვე გადანაწილდნენ ტურნირში, მეორე გზით, რომლის წილისყრაც დღეს იყო მათ, იმავე ქვეყნების სატურნირო რეიტინგით დაბალ ადგილზე მყოფი გუნდები ჩაენაცვლნენ.

საქართველოს 19-წლამდე ჩემპიონი, „დინამო თბილისი" რომელიც აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს, ასპარეზობას, „მეორე გზიდან" იწყებს და დღეს, ნიონში, სწორედ მისი მეტოქეები გაირკვა. ვალერი გაგუას გაწვრთნილი გუნდი, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს და პარალელურად საქართველოს თასის 1/4 ფინალშია, ასპარეზობას პირველი რაუნდიდან დაიწყებს და საერთო ჯამში, სამი რაუნდის გავლას შეეცდება. გათამაშების ამ ეტაპზე პირველ რაუნდში 24 კლუბი მონაწილეობს.


ქართული გუნდის პირველი მეტოქე, მონტე-ნეგროს პოდგორიცული „ბუდოჩნოსტი" იქნება. პირველ შეხვედრას დინამოელები თბილისში, 18 სექტემბერს გამართავენ. მოგეხსენებთ, „დინამო თბილისის" ეს გუნდი, საშინაო თამაშებს, „დინამოს აკადემიის" მთავარ მოედანზე ატარებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, უეფა-ს რეგულაციით, მატჩები ბუნებრივ საფარიანი მოედანზე უნდა გაიმართოს. შესაბამისად, თბილისურმა, კლუბმა, თბილისში, „მესხი 2" მიუთითა და ახლა ელის სფფ-დან დასტურს, აღნიშული მინდვრის გამოყენების თაობაზე. საპასუხო შეხვედრა კი, 2 ოქტომბერს, პოდგორიცაში გაიმართება.


მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ქართული კლუბი, „თრაბზონსფორს" შეხვდება და თამაშებს 22/23 ოქტომბერსა და 5/6 ნოემბერი გამართავს. აქედან, ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს.


გათამაშების ამ გზის ეტაპის ბოლო რაუნდის მატჩები 26/27 ნოემბერსა და  10/11 დეკემბერს არის ჩანიშნული, და პირველი ორი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, „დინამო თბილისის" პირველ მატჩს ასევე გასვლაზე, წილისყრით შემდეგი კომბინაციის გამარჯვებულს შეხვდება:  „მაქაბი" ბეტაჰ ტიკვასა  (ისრაელი) - „ბრერა შტრუმიცა" (მაკედონია) / „სარაევო" (ბოსნია და  ჰერცეგოვინა).