თბილისში კიდევ ერთი, შოთა არველაძის მურალი გაჩნდა...
თბილისში კიდევ ერთი, შოთა არველაძის მურალი გაჩნდა...
03.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რა მნიშვნელობა აქვს მურალს და ამ შემთხვევაში ცნობილი ფეხბურთელის მურალს? ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ამ ნამუშევრის შემხედვარეს გამოსახული პიროვნებისადმი მიბაძვის სურვილი გაგიჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, შოთა არველაძე, რომელი გუნდის ფორმაში გამოსახულიც არ უნდა ყოფილიყო მურალზე, არა მარტო ხილიანისა და დოლიძის ქუჩების არეალში მყოფი ბავშვებისთვის, არამედ, ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მიბაძვის საგანი არის.

„რასაც ახლა ვწერ, ბავშვობის ყველაზე დიდ ოცნებაშიც რთული წარმოსადგენი იქნებოდა. რომ სახლზე, რომელშიც გავიზარდე, სადაც დღემდე ცხოვრობს ელდარ შენგელაია, ცხოვრობდა გოგი გეგეჭკორი, ბაადურ წულაძე, ვახტანგ ნინუა, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე, გენიალური სულიკო ჟღენტი და არაერთი გამორჩეული ადამიანი, ჩემი გამოსახულებით უზარმაზარ მურალს დახატავდნენ.


როცა ვნახე, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, პირველი ემოცია ეს იყო. დაბნეული და ამასთან ერთად, ძალიან გახარებული ვარ. ეს ფოტო ძალიან მიყვარს, იმ საუკეთესო წლებს ასახავს, რომელიც აიაქსში გავატარე და რომელიც ჩემი ბავშვობიდან ისეთივე კომოსად მოსჩანდა, როგორც დღეს მადრიდის რეალი და ლივერპულია.


აქ გავიზარდე, აქ ვთამაშობდით ფეხბურთს მთელი დღე, სხვათაშორის ვინც აქ ცხოვრობდა ყველას ვუყვარდით, ყველა ცდილობდა, რომ ჩვენთვის ხიფათი აერიდებინათ და მხოლოდ ფეხბურთზე გვეფიქრა", - წერს შოთა არველიძე თავისსავე სოციალურ ქსელში.


და ბოლოს, ნამუშევარი რომელიც  გეტყვით იმასაც, რომ მურალი ქუჩის ხელოვნების მოძრაობას "ნიკოს", მხატვრებს დავით მჭედლიშვილსა (დანტე) და გიორგი კალანდარიშვილს (პაბლო) შესრულებულია.


ამ სტატიაზე მუშაობისას გადავხედე, სპორტთან და ფეხბურთთან დაკავშირებული რამდენი მურალი მახსენდებოდა. ალბათ, ერთი რაგბის თემასთან დაკავშირებული იყო, თბილისში, დელისის მეტროს ამოსასვლელთან, კიდევ ერთი, ნუცუბიძის ქუჩის დასაწყისში, ლეგენდარული „დინამო თბილისის" ფეხბურთელებისაა. ერთიც ბათუმშია, „კვარას" აჩუქეს. ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, ხონში „მამარდამაც" დაიბევა ერთი კედელი.


მადლიერებას და უხერხულობას შორის ვარ, იმედია ამას ყველა სწორად გაიგებს.



ფოტო: შოთა არველაძის სოციალური ქსელიდან