ქართველი ჯუდოკა, გურამ თუშიშვილი IJF-ის დისციპლინარულმა კომისიამ 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, გადაწყვეტილება გუშინ გაახმოვანა, მიზეზი კი, პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს, ჯუდოში, +100 კგ წონით კატეგორიაში გამართული 1/4 ფინალის შემდეგ, რომელშიც, მსოფლიო ჯუდოს ლეგენდამ ტედი რინერმა ჩვენი „თუშა" დაამარცხა, მომხდარი ინციდენტი იყო.
გემახსოვრებათ, ტედი რინერის ჩაფრენილი ხელი, ქართველის ჯუდოგაზე, რომელმაც მოგვიანებით ადგილმდებარეობა შეიცვალა და „თუშას" კისერზე მიექცა. ქართველმა, რინერის საქციელი შეურაცხყოფად მიიღო. ამას დაემატა, გამარჯვების შემდგომ ლეგენდარული ფრანგი სპორტსმენის ჟესტიც. რის შემდეგაც ორ ჯუდოკას შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
რინერმა ბრძოლა ოქროს მედლისთვის განაგრძო. თუშიშვილს კი, რომ არა ეს ინციდენტი, ამ წაგების შემდგომ გამოსვლა რეპეშაჟში უნდა გაეგრძელებინა. თუმცა, ტურნირის ორგანიზატორებმა ის ოლიმპიური თამაშებიდან ჩახსნეს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი, ინციდენტის შესწავლის შემდეგ, ქართველისთვის საკმაოდ, მკაცრი განაჩენი გამოიტანა. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქართველი ფალავანი 2025 წლის 25 თებერვლამდე დისკვალიფიცირებულია.
აღნიშნული სასჯელის გამო, თუკი, რა თქმა უნდა თუში გადაწყვეტდა მონაწილეობას, მოუწევდა გაცდენა, ზაგრების გრან პრის (13-15 სექტემბერი), აბუ დაბის გრან სლემი (11-13 ოქტომბერი), ტოკიოს გრან სლემი (7-8 დეკემბერი), თელ-ავივის გრან სლემი (TBD), პორტუგალიის გრან პრი (26-28 იანვარი, 2024), პარიზის გრან სლემი (2-4 თებერვალი) და ბაქოს გრან სლემი (16-18 თებერვალი). აღნიშნული კალენდრის მიხედვით, გურამ თუშიშვილს ტატამზე დაბრუნება, მინიმუმ ტაშკენტის გრან სლემზე უწევს, რომელიც 2025 წლის მარტის დასაწყისში გაიმართება.
ფოტო: IJF