პარალიმპიური მედლის მოგების ბოლო შესაძლებლობა ჭინჭარაულს 4 სექტემბერს ექნება
01.09.2024
ავტორი: TSFF.Ge
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე კვლავ ვერ მოახერხა ფინალურ ეტაპზე გასვლა ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა. ამჯერად, პნევმატური შაშხანით 10 მეტრზე სროლაში, ე.წ. R5 კატეგორიაში, მან, 632.4 ქულა დააგროვა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინალში ასპარეზობის უფლება რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარასპორტსმენმა მოიპოვა.
ქართველი პარამსროლელი 4 სექტემბერს R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაშიც იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ლადო ჭინჭარაული 2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი სწორედ R9 კატეგორიაში გახდა.